მოურინიოს პრესკონფერენცია

ჟოზე მოურინიო თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.


”მადრიდის რეალი” ”დორტმუნდის ბორუსიას” წინააღმდეგ კარგად გამოიყურებოდა და დაიმსახურა ქამბექი: ”ჩვენ ძალიან ძლიერად დავიწყეთ, საკმაოდ ინტენსიურად ვთამაშობდით, როგორც პრესინგს, ასევე ბურთის კონტროლს. ეგეთი წესია, რომ რაც მალე გაიტან პირველ გოლს, მით მეტი შანსი გაქვს ქამბექის. ჩვენ რამოდენიმე რეალური საგოლე მომენტი გავუშვით ხელიდან, და მეორე ნახევარში ჩვენ უკვე ყველანაირ რისკზე წავედით იმ გუნდის წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენზე სწრაფები იყვნენ. ჩვენ გავრისკეთ და მათაც ორი რეალური მომენტი შეექმნათ. თამაშის ბოლოს ჩვენ გულიანად ვითამაშეთ , მიუხედავად იმისა, რომ უკან საერთოდ ცარიელი სივრცე გვქონდა დატოვებული. როცა პირველი გოლი გავიტანეთ, ვიცოდით რომ გულშემატკივრები დაიჯერებდნენ ქამბექს და ძალიან სამწუხაროა და სამარცხვინოა ჩვენთვის, რომ ცოტა ადრე ვერ გავიტანეთ”-განაცხადა მოურინიომ, რომელმაც თქვა, რომ კრიშტიანოს თამაში ტრავმიანს არ დაუწყია: ”მან თავისი 100%-იანი შესაძლებლობებით ითამაშა ან დაიწყო თამაში 100%-ით. თუ თამაშის მანძილზე მას ცუდად მოხვდა ფეხი მე ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ვინაიდან მასთან და ექიმებთან ჯერ არ მისაუბრია, მინდა გითხრათ, რომ ის თამაშის დასაწყისში თავს მშვენივრად გრძნობდა.”

”თეთრების” მწვრთნელმა ისაუბრა მსაჯებზეც: ”სამწუხაროა, რომ ვებმა შეწყვიტა მსაჯობა და ადამიანურად მიუდგა სიტუაციას.. მე მესმის მისი. ჰუმელსი მოედნიდან უნდა გაეძევებინათ, ვინაიდან ყველამ ვნახეთ, თუ რა მოიმოქმედა მან, ეს არ იყო თერთმეტმეტრიანი, მაგრამ ეს იყო თავისუფალი დარტყმა, ამასთანავე ეს იყო ნამდვილად წითელი ბარათის ღირსი, ვინაიდან კრიშტიანოს პასი იმ დროს ბენზემას მეკარესთან პირისპირ ტოვებდა. ამ დროს თამაშის დასრულებამდე 18 წუთი იყო დარჩენილი და ამას დამატებული დამატებითი დროც და ვებმა იფიქრა, რომ ბიჭები მაინც ვერ შეძლებდნენ ფინალში თამაშს და ეს ეპიზოდი გაატარა, მაგრამ ასეთ დროს პირველ რიგში მსაჯი უნდა იყო და შემდეგ ადამიანი. მას ის უნდა გაეძევებინა და შემდეგ მოვლენები შეიძლება სხვანაირად განვითარებულიყო. ეს კი ადასტურებს იმას, რომ ვებმა დაკარგა ის რაღაც, რაც მას კარგ მსაჯს ხდიდა. მე მინდა თამაში კარგმა მსაჯებმა იმსაჯონ , მაგრამ არსებობს წესები, რომლებსაც უნდა დაემორჩილონ. ვცდილობ სამართლიანი ვიყო და ვიტყვი, რომ ასე დორტმუნდში რომ გვეთამაშა , არ დაგვჭირდებოდა ამ შეხვედრაში ქამბექის შესრულება.”

პორტუგალიელმა ასევე ისაუბრა კლუბის გაძლიერებაზე მისი მოსვლის შემდეგ: ”როცა მოვედი ძალიან ვნერვიულობდი, ვინაიდან ძალიან ცუდად ვთამაშობდით ჩემპიონთა ლიგაზე და ადვილი იყო ჩვენი გამოგდება. ირგვლივ მიმოვიხედე და არცერთი ფეხბურთელი არ მყავდა ისეთი, რომელსაც ოდესმე ”მადრიდის რეალთან” ერთად 1/4 ფინალში ეთამაშა. ”ლიონთან” პირველ წელს რამოსმა ითამაშა მეოთხედფინალი და ეს დიდი მიღწევა იყო. ჩემი ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ არ უნდა იყო გაწბილებული ტურნირის მოგების გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ ძნელია ვერ მოგება, როცა გინდა რომ მოიგო. პირველ სეზონში კარგად არ ვთამაშობდით, მეორეში თერთმეტმეტრიანებით დავმარცხდით და მესამეში კიდეც დორტმუნდში ჩატარებული ცუდი შეხვედრის გამო.”

როცა მის მომავალზე კითხეს, მან განაცხადა: ”ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის ”მადრიდის რეალი”. ”მადრიდის რეალს” მოგებული აქვს ბევრი ევროპის თასი ორ სხვადასხვა პერიოდში. ამ პერიოდებს შორის მათ დიდი წარუმატებელი წლები ქონდათ. მეორე პერიოდის შემდეგ კი გუნდს ჩავარდნა დაეწყო და 1/4 ფინალშიც ვერ გადიოდა. ეხლა ისინი ზედიზედ სამი ნახევარფინალის შემდედ აღდგნენ. ”მადრიდის რეალს” ეს არ აკმაყოფილებს, ისევე როგორც მე და ეს სულაც არ არის ჩემი ფილოსოფია. ეკონომიკურად ეს სამი წელი კლუბისთვის ფანტასტიკური იყო, ვინაიდან ჩვენ სამჯერ ზედიზედ ვითამაშეთ ნახევარფინალში, მაგრამ ვერ მოვახერხეთ უმთავრესი პრიზის დასაკუთრება, ვინაიდან ჩვენ არ მოგვიგია ეს ტურნირი. ასევე აღვიდგინეთ რეპუტაცია, თუ ადრე არავინ არ გვთვლიდა ფავორიტებად, ეხლა ეს შეიცვალა, მაგრამ ტურნირი კვლავ ვერ მოგვიგია და ეს დროც აუცილებლად დადგება. ეს თუ ჩემთან ერთად მოხდა, ძალიან კარგი იქნება და თუ არა, კლუბის ამ წარმატებას მე ისევე აღვნიშნავ, როგორც თითქოს ეს ჩემს დროს მომხდარიყოს, ვინაიდან მას შემდეგ, რაც კლუბთან ერთად ვარ, მე შევქმენი აქ ბევრი რამე და მე იმედი მაქვს, ეს გაამართლებს და მოაგებინებს კლუბს მეათეს ჩემთან, თუ ჩემს გარეშე.”

”მე სხვადასხვა ტელევიზიებს ვესაუბრე და არსად არ მითქვამს, რომ თითქოს მხარდაჭერას ვერ ვგრძნობდე. რა თქმა უნდა, მე მიყვარს ისეთ სიტუაციებში ყოფნა, როცა ხალხს მე მოვწონვარ ყოველგვარი მოთხოვნების გარეშე და ეხლა მე , სხვადასხვა მრიდან ვგრძნობ დიდ მხარდაჭერას და ვნახოთ რა იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, უმთავრესი არის ”მადრიდის რეალი”, იმაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, ვიდრე მე. არ ღირს ჩემზე ნერვიულობა. ”მადრიდის რეალი” დიდებული კლუბია და მნიშვნელოვანია, რომ მან გაგრძელოს ტურნირების მოგება, რასაც ვაკეთებ სამი წლის მანძილზე. უნდა ვეცადოთ, რომ თასი მოვიგოთ, ვინაიდან შემდეგ სუპერ თასი ასევე ერთი დმაატებითი ტიტულიც იქნება.”

მის ინგლისში გადასვლასთან დაკავშირებით მოურინიომ თქვა: ”არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია, ვინაიდან კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, გარდა უბრალოდ კონტრაქტის გაწყვეტისა, მე ამ კლუბის მიმართ და თავად პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამაჩნია და მის ზურგს უკან არ ვაპირებ ვინმესთან მოლაპარაკებების გამართვას. მინდა ვცადო თასის მოგება და ლა ლიგაში მეორეზე ადგილზე დასრულება და ამის შემდეგ ვნახავ , რას გადაწყვეტს ჩემი პრეზიდენტი და ჩემი მეგობარი ფლორენტინო პერესი. ინგლისში მე მოვწონვართ. ისინი მაკრიტიკებენ მე, როცა ამის საშუალება აქვთ, მაგრამ მაქებენ მაშინ, როცა ამას ვიმსახურებ. ვიცი, რომ რამოდენიმე კლუბი დაინტერესებულია ჩემით, განსაკუთრებით კი ერთ-ერთი, ხოლო ესპანეთში არიან ადამიანები, ვისაც მე ვეზიზღები, ბევრი მათგანი ამ ოთახშიც ზის, ამიტომაც სიტუაცია განსხვავებულია. ძნელია გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მე მომწონს ეს კლუბი ისეთი, როგორიც ეხლა არის. ჩვენ ფანტასტიკური გუნდი ვართ და შეგვიძლია ბრწყინვალე რაღაცეების გაკეთება. მინდა გულღია ვიყო თქვენთან და ყველაფერზე სეზონის დასრულების შემდეგ ვილაპარაკებ.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)