"იუნაიტედი" რონალდუს სანაცვლოდ სერიოზულ წინადადებას ამზადებს

მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძრვანელობა, მადრიდის "რეალს" საკმაოდ საინტერესო წინადადებას უმზადებს.


დიდი ხანია პრესაში აქტიურად იწერება, რომ სერ ალექს ფერგიუსონი ზაფხულში შეეცდება რონალდუ "ოლდ ტრაფორდზე" დააბრუნოს. მანჩესტერ "იუნაიტედის" პარტნიორი ფირმები კლუბის ფინანსურად დახმარებას გეგმავენ. გასულ თვეში ინგლისის ჩემპიონის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები გამართა Nike-ის წარმომადგენლებთან. შედეგად საფეხბურთო კლუბი და სპორტული ტანსაცმელის მწარმოებელი ფირმა შეთანხმდნენ, რომ რონალდუ "წითელ ეშმაკებს" უნდა დაუბრუნდეს და ამ ტრანსფერის განსახორციელებლად ფირმა მზადაა "იუნაიტედს" ფინანსურად გვერდში დაუდგეს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა, რომ "პსჟ-ს" მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი პორტუგალიელი ფეხბურთელის შეძენა, ამიტომ ინგლისელები კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას გეგმავენ.

"პსჟ-ს" ყატარელი მფლობელები მზად არიან "სამეფო კლუბს პორტუგალიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ ერთიანი თანხა შესთავაზონ, თუმცა რაოდენობა არ ხმაურდება. ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ პარიზელები 100 მილიონი ევროს გადახდას თავისუფლად შეძლებენ. საპასუხოდ მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალს" 65 მილიონ ევროს და ნანის სთავაზობ. რონალდუს ხელფასი "იუნაიტედში" კი კვირაში 250 000 ფუნტი იქნება.

რონალდუს არ სურს კლუბთან ახალაი კონტრაქტის გაფორმება, ამ საკითხმა კი კლუბი შესაძლოა ფინანსურად აზარალოს. ვინაიდან რონალდუს ფასი ყოველ წელს კლებულობს, არ არის გამორიცხული მადრიდულმა გრანდმა ფეხბურთელი სარფიან თანხად გაყიდოს.



dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)