ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია

”მადრიდის რეალის” მთავარი მწვრთნელი დღეს ხვალინდელი შეხვედრის წინ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.


ხუანიტოს სული და შანსების პროცენტული მაჩვენებელი: ”ყველამ იცის, რასაც ნიშნავს ხუანიტოს სული და მე ამის ახსნა არ მჭირდება ვინმესთვის. ყველა ამბავი, რომელიც ისტორიას ეხება, უნდა დავაფასოთ და მე მას ძალიან დიდად ვაფასებ. შანსების პროცენტულ მაჩვენებლებში გადაყვანა არ მიყვარს და ამაზე არ ვაპირებ საუბარს. საკმაოდ სოლიდური უფრსკულია. ვიცით, რომ თამაშის დაწყება 1:4 ანგარიშით გვიწევს და როცა ეს ასეა, ძნელია მათემატიკის გამოყენება და შანსებზე საუბარი.”

თავისი მესამე სეზონი ”მადრიდის რეალში”: ”აქ წარმატება ყველას წარმატებაა, ხოლო ჩავარდნა მარტო მწვრთნელის ჩავარდნაა. ეს მარტო ”მადრიდის რეალში” როდია ასე, აღნიშნულს შეხვდებით თქვენ ნებისმიერ კლუბში, ნებისმიერ კულტურაში. მე მშვიდად ვარ. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩავარდნა მხოლოდ მწვრთნელის ბრალია. სარეკორდო 100 ქულა ”მადრიდის რეალისაა”, როგორც ხვალინდელი თამაში, თუ ფინალში გავედით, ხოლო თუ ვერ გავედით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალი იქნება.”

”თამაშის წინ მე ვსაუბრობდი საფეხბურთო სამართალზე, ვინაიდან ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა. ბევრჯერ იგებს ის, ვინც ამას არ იმსახურებს. მე თამაშის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის შეხვედრა სამართლიანად დასრულდა. მოიგო იმან, ვინც ამას იმსახურებდა. როცა ასე ხდება, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩვენი თავით კმაყოფილნი.”

”მე გავაანალიზე ოთხშაბათის შეხვედრა და ბიჭებს ავუხსენი, თუ რა უნდა გააკეთონ ხვალ.”

სასტარტო შემადგენლობა: ”რატომ არ გინდათ გაიგოთ, რომ ყოველთვის სხვადასხვა სიტუაციების მიხედვით ხდება შემადგენლობის დასახელება? დორტმუნდში წინასწარ ყველასთვის ნათლად იყო უკვე ცნობილი სასტარტო შემადგენლობა, გარდა დი მარიასი და ამიტომაც მე არც დამიმალავს ჩემი გათვლები, ხვალ განსხვავებული სიტუაციაა. ჩვენ შეიძლება ვითამაშოთ იმ ფეხბურთელებით, რომლებსაც არ უწევთ თამაში ან იმ სისტემით, რომელსაც არ ვიყენებთ ხშირად. კრიშტიანო მწყობრშია. არბელოა და მარსელო ტრავმირებულები არიან და ხვალ დაისვენებენ.”

კლოპი: ”ჩემი მომავალი არაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება ხვალ. ხალხი და ჟურნალ-გაზეთები კი ამას წინასწარმეტყველებენ, მაგრამ დღეს წავიკითხე კლოპის ინტერვიუ, სადაც ის უარყოფდა ჟურნალებში დაწერილ ვითომცდა მის ნათქვამს.”

”ქამბექი”: ”ჩემთვის ეს უბრალოდ ფეხბურთზეა დამოკიდებული. იმ თამაშის შემოტრიალებისთვის, რომლის პირველ რაუნდში ჩვენ დავმარცხდით, ჩვენ ოთხმოცდაათი წუთი გვაქვს. დორტმუნდში თამაში ძალიან ცუდი იყო იმისთვის, რომ ხელმეორედ მასეთი რამ გავიმეოროთ. ასე ჩვენ წინ გასვლის არანაირი შესაძლებლობა არ გვექნება. როცა რთულ სიტუაციაში ხარ, მაშინაც უნდა შეგეძლოს თამაშისგან სიამოვნების მიღება. არცერთი ჩემი ფეხბურთელი არ არის მოდუნებული, ყველას სურს თამაში და ეს მე იმედს მაძლევს, რომ ფინალში გასვლა შესაძლებელია, მაგრამ ფეხბურთია და ამას რას გაუგებ. დღეს მე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის აზრი წავიკითხე, სადაც ის საუბრობდა სამართლიანობასა და უსამართლობაზე. სამი წლის წინ მე სწორედ ამაზე ვსაუბრობდი და თითქმის მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ ამხედრდა. ჩვენ , როგორც ერთმა გუნდმა ისე უნდა ვითამაშოთ და მოვიგებთ კიდეც და როცა წინ გავიჭრებით, უნდა ვეცადოთ რომ რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ფინალში გასვლას. მინდა, რომ ხვალ ჩემმა ფეხბურთელებმა აგრესიულად ითამაშონ და ადვილად არაფერი არ დათმონ მოედანზე. შაბათის თამაში მოსაწყენი იყო.”

რამდენად შესაძლებელია: ”ვეცდებით, რომ ჩვენი თამაში ვითამაშოთ და წინ წავიდეთ. თუ ერთ გოლს გავიტანთ, მერე ორი გოლი დაგვრჩება გასატანი ფინალისთვის. თუ ორს გავიტანთ და ისინი ერთს, მაშინ კიდევ ორი დაგვჭირდება და მოკლედ, მთავარია თამაშის ბოლო წამამდე ვიბრძოლოთ. თუ ისე ვითამაშეთ, როგორც დორტმუნდში, თავიდანვე შეგვიძლია დავივიწყოთ ფინალზე ფიქრი. თუ ისე ვითამაშეთ, როგორც სხვა ბევრ შეხვედრაში და გვსურდა სულით და გულით გამარჯვება, მაშინ ჩვენ ამას შევძლებთ. ფეხბურთი ფეხბურთია და აქ ყველაფერი შესაძლებელია.”

ანალიზი: ”მე ეს ფეხბურთელებთან მაშინ გავაკეთე, როცა დრომ მოითხოვა და არ ვაპირებ ამის მაშინ გაკეთებას, როცა ეს თქვენ გსურთ.”

სამოტივაციო ვიდეოში მისი არყოფნა: ”მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემთვის ვიდეო არაა მოტივაციის საშუალება. გულშემატკივრებისთვის კი, შეიძლება ასე იყოს, მაგრამ მე მწვრთნელი ვარ და ფეხბურთელების სხვანაირად მოტივაცია მევალება.”

ანჩელოტი და ჭორები: ”მე ვერაფერს გეტყვით. ”მადრიდის რეალისა” და ანჩელოტის შორის თუ კონტაქტი არსებობს ამაზე მე კი არა, სხვა ნებისმიერ ვინმეს უნდა კითხოთ. მე ვიცი, რომ ეს ჩემი ბოლო შეხვედრა ნამდვილად არ იქნება ”სანტიაგო ბერნაბეუზე”,” dle 10.1

  • shvela
  • 29 აპრილი 2013
  • 4822
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)