”ბერნაბეუს” შეუძლებლის არ ჯერა

მითიური "სანტიაგო ბერნაბეუ" ელის ცივსისხლიან გერმანელებს


სულ რაღაც ოთხი დღე და დადგენა სანატრელი თამაში. ღამის 22:45 საათი და დაიწყება ღრიალი...

სწორედ ეს იქნება იმის მაუწყებელი, რომ ”ბერნაბეუ” კიდევ ერთხელ დაამტკიცებს შეუძლებელის არ არსებობას ამ სტადიონზე. დიახ, აქ ყველაფერი შესაძლებელია. გინდ ილუზია დაარქვით, გინდ ფანტასტიკა, მაგრამ ეს ასეა. თქვენ კი ვინც ამას წარმოუდგენელს ეძახით, მიდით და შეხედეთ დი სტეფანოს და უთხარით, რომ ეს შეუძლებელია. თქვენ , უწრმუნო მადრიდისტებო, მიდით და ელაპარაკეთ სანტილანას , რომ ეს შეუძლებელია. თქვენ ძალით მადრიდისტებო, მიდით და უთხარით ეს ვალდანოს, ბუტრას, სანჩესს და კიდევ მრავალს, რომ ეს შეუძლებელია. ეტყვით და მიიღებთ მხოლოდ ერთ პასუხს. დაცინვას, რატომ?

პირველი იმიტომ, რომ ყველა მათანმა იცის რაოდენ დიდი და მრავლისმომცველია 90 წუთი ამ სტადიონზე.

მეორე იმიტომ, რომ თითოეული მათგანი თავად არის შეუძლებლების შეძლების მომსწრე და შემოქმედი.

მესამე იმიტომ, რომ ეს ”მადრიდის რეალია” და ის მუდამ მზად არის ახალი ისტორიის დასაწერად.

არ გეშინიათ 11 ”თეთრი” გლადიატორის, შეგეშინდებათ 100 ათასობით ”თეთრი” არმიის. დიახ, შეგეშინდებათ, იმიტომ რომ თქვენ გერმანელო გამარჯვებით გახარებულო ბავშვებო , აქ ნაღდი , ცეცხლოვანი და ცოცხლად მწველი და თქვენი დამმარხველ-დამსამარებელი ჯოჯოხეთი გელით.

წარმოიდგინეთ, უბრლოდ ერთი წუთი წარმოიდგინეთ, 90 ათასამდე გულანთებული მადრიდისტა, 90 ათას ხმაში ნამღერი "Hala Madrid!" , 90 ათას თვალში დაფიქსირებული მოლოდინი შეუძლებლის შეძლებისა, 90 ათასი სხვადასხვა ხმის ღრიალი და თქვენი თავი კიდევ ამ 90 ათასიან არმიას შორის. წარმოიდგინეთ? კარგით, ეხლა უკვე მე პირადად წარმოვიდგენ თქვენ რა დღეში იქნებით: თავდახრილი თვალები, აკანკალებული ფეხები, გადმოვარდნაზე მქონე გული და თქვენი საქმე ცუდადაა, მარტივად გეტყვით, დარხეული გაქვთ.

თითოეულ თქვენგან ამ ყველაფრის საკუთარი თვალით მნახველს , გაგახსენდებათ მაშინვე გუნებაში, რომ ეს სწორედ ის სტადიონია, რომელმაც 4:0, 5:1. 3:0 წაგებები ”ამოუქაჩა” თავის დროზე თქვენსავით პირველი შეხვედრის შემდეგ გახარებულ გუნდებს. ეს სწორედ ის სტადიონია დორტმუნდელებო და თქვენ ამბობთ , რომ ამის არ გეშინიათ? და თქვენი მწვრთნელი ამბობს, რომ მიუხედავად ”მადრიდის რეალის” სიძლიერისა, მაინც დარწმუნებულია თქვენს ფინალში გასვლაზე? კარგი ერთი. გირჩევთ არ დაემსგავსოთ გემის იმ კაპიტანს, რომელიც ოკეანეში გასვლის წინ ცაზე ერთ პატარა და მეტად ცუდის მომასწავებელ ღრუბელს ვერ ამჩნევს და ფიქრობს, რომ ბედნიერი მგზავრობა ელის. არ დამესგავსოთ, თორემ წინასწარ იცოდეთ განწირულები ხართ. წარმოიდგენთ თუ არა ამ ყველაფერს, თქვენ რაც არ უნდა კარგი ფსიქოლოგი გყავდეთ გუნდში, მაინც ვერ გიშველით , მაშინვე იქნება თქვენში პანიკა, გააღვიძეთ და მოიხმეთ ლევინი, ჰორნი, ებინჰაუსი და ძმანნი მისნი , მაინც ვერ გიშველით. თქვენ ცუდად გაქვთ საქმე. იმიტომ რომ ოდესმე თქმულა და დღემდე მოსულა სიტყვები: ”90 წუთი ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ძალიან დიდია”.

რისი იმედი გაქვთ? ნუთუ იმის,რომ ”მადრიდის რეალში” განხეთქილებაა, ნუთუ იმისი, რომ კასილასსა და მოურინიოს შორის შავმა კატამ გადაირბინა? ვაი თქვე საწყალო გერმანელებო, ეტყობა არ იცით ეს რა გუნდია და ვის სად უნდა ეთამაშოთ. აქ, ამ სტადიონზე არ არსებობს ცალკე კასილასი, ცალკე მოურინიო და ცალკე რომელიმე ფეხბურთელი. ამ სტადიონზე მხოლოდ ერთი რამ და ერთი ვინმე არსებობს , ესაა ”მადრიდის რეალი”. დიახ, ”მადრიდის რეალი”, ხოლო თქვენც სურვილებზე კი გაგცათ პასუხი ჩვენმა კაპიტანმა, რომ სამშაბათს სწორედ რომ ამ ”მადრიდის რეალისთვის” უნდა მოკვდეს ყველა, ვინც მოედანზე გამოვა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს. დიახ, ამ ”მადრიდის რეალის” ღირსებისთვის უნდა მოკვდეს. დაიმახსოვრეთ, აქ გუნდია პირველი და როცა ეს ასეა, ნებისმიერი გადამწყვეტი ორთაბრძოლის წინ ჩვენ ერთნი ვართ ყველას წინააღმდეგ.

ვინც არ უნდა გამოვიდეს მოედანზე, ვინც არ უნდა ითამაშოს თქვენს წინააღმდეგ, ბავშვიც , რომ იყოს ეს მოთამაშე, მე ერთ რამეს გპირდებით, ის ერთი ბავშვი ისე ითამაშებს, თითოეულ თქვენგანს ანანებს გაჩენას, ის ერთი თეთრ ფორმაში ჩაცმული ბავშვი 90 ათასიანი აუდიტორიის წინაშე ისეთ თამაშს აჩვენებს თქვენ ზევით-ქვევით მოხტუნავე მწვრთნელს დასვამს თავის ადგილზე და რატომ? იმიტომ რომ იმ ბავშვს ზევიდან დაჰყურებს, იმ ბავშვს ზევიდან მფარველობს , იმ ბავშვს გულში უჯდება და იმ ბავშვს სისხლში ჩაუჯდება სანტიაგო ბერნაბეუს უძლეველი სული. ეს მოხდება მაშინვე, როგორც კი ეს ბავშვი მოედანზე შემოდგას ფეხს. როგორც კი ის შემოვა კოლიზეუმში, რომლსაც ბადალი არ ყავს, რომელსაც გვერდებზე ყველა მხრიდან თეთრი ანგელოზები გულშემატკივრების მხრივ, ხოლო შუაში კი 11 გლადიატორის სახით , იცავენ და პატრონობენ.

და თქვენ ყოველივე ამის მცოდნე და ამის შემგრძნობ გერმანელებს რამის იმედი გაქვთ? ვერაფერიც, თქვენ თვით გერმანული ცივსისხლიანობაც კი ვერ გიშველით. განწირული ხარ ამ ვეშაპის ხახაში დასაღუპად. სწორედ თქვენ ხართ ის ტიტანიკი, ოღონდ ყვითელი ფერის, რომელიც ამ მორევში და ამ ტალღებში შთაინთქმება. დიახ, თქვენ ეს თეთრი შტომრი გელით , რომელიც თქვენ ნაფოტებად გაგცევთ. ეს არის თქვენი მომავალი აქ, ეს არის თქვენი ბედისწერა აქ. ზღვაში, სადაც უამრავი კარგი გემი თავი კაპიტნიანად დაღუპულა და დამხვრჩვალა. თქვენ გამონაკლისი ვერანაირად ვერ იქნებით ცივსისხლიანო გერმანელებო.

და ბოლოს, გავა 90 წუთი ”სანტიაგო ბერნაბეუზე” , დასრულდება სამშაბათის თამაში და თქვენ, ისტორიას დარჩებით , როგორც გუნდი, უფრო სწორად მორიგი გუნდი, რომელსაც ”მადრიდის რეალმა” ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მართლაც რომ შეუსრულა. ჩაჯდებით თვითმფრინავში და აეროპორტიდან აფრენისას ციდან გადმოხედავთ იმ დროისთვის უკვე დამშიდებულ, კმაყოფილად სახე განათებულ, ბედნიერ და დროებით დასვენების მიზნით ჩაძინებულ ”სანტიაგო ბერნაბეუს” , რომელიც შტორმის შემდეგ მშვიდ, კამკამა ზღვას/ოკეანეს მოგაგინებთ, და სწორედ ამ დროს თქვენ გაფიქრებთ: ”შეუძლებელია, რომ ასე მშფოთავი სტადიონი ასე მალე დამშვიდებულიყო” და აქ თქვენ კიდევ ერთხელ შეცდეით. რატომ? იმიტომ რომ ”სანტიაგო ბერნაბეუსთვის” შეუძლებელი არაფერია.

და გაითვალისწინეთ, თქვენ მოდიხართ მშვიდ, გაწონასწორებულ ციხე-სიმაგრეში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ტურისტებს ღებულობენ ხელებგაშლილს, თუმცა არა, თვით მეტოქე გუნდსაც კი ხვდებიან ისე, როგორც კარგ მასპინძელს შეეფერება, მაგრამ ეს მანამდე, სანამ ერთი ადამიანი არ ჩასტვენს სასტვენს. და აი სწორედ ამ დროს, სწორედ ამ დროს იწყება ჯოჯოხეთი და საუკუნეებად გაწეილი 90 წუთი, რომელსაც ზევიდან დაჰყურებს ამაყი თვალებით სანტიაგო ბერნაბეუს მარად უკვდავი და მრავლისმნახველი სული.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არა ჯოჯოხეთში, არამედ მითიურ ”სანტიაგო ბერნაბეუ"-ზე. dle 10.1

  • shvela
  • 26 აპრილი 2013
  • 4798
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)