"რეალს” შეუძლია ”ბერნაბეუზე” სამი, ოთხი და მეტი გოლის გატანა”

ემილიო ბუტრაგენიო აცნობიერებს, რომ ”დორტმუნდის ბორუსიამ” დამსახურებულად გაიმარჯვა:


”ჩვენ დავუპირისპირდით გუნდს, რომელმაც დაცვაში და თავდასხმაში ბრწყინვალე თამაში აჩვენა, ისინი თავს იდეალურად იცავდნენ და თავდასხმაშიც კიდე შეუდარებელნი იყვნენ. რა თქმა უნდა, ისინი ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს დაპირისპირება დასრულდა. 4:1 ანგარიში ცუდად ჩანს, მაგრამ სიმართლეა ასევე ის ფაქტი, რომ ჯერ 90 წუთია სათამაშო ”სანტიაგო ბერნაბეუ”-ზე. ”მადრიდის რეალმა” თავისი რეპუტაცია სწორედ აღნიშნული სიტუაციებიდან გამოსვლით მოიპოვა. ”სანტიაგო ბერნაბეუ” დაეხმარება ჩვენს ფეხბურთელებს და იმედი გვაქვს, ასე ნანატრი თასის აწევასაც შევძლებთ მიმდინარე სეზონში.”

”მათ ოთხი გოლი გაგვიტანეს და ამით ნათლად დაგვანახეს თავიანთი შეტევითი პოტენციალი. ძალიან კარგი ფეხბურთი შემოგვთავაზეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამშაბათს ჩვენ ხელებს ჩავიქნევთ, უკან დავიხევთ და სამაგიეროს გადახდას არ ვეცდებით. ამას ნურავინ ნუ ელოდება, იმიტომ რომ გუნდი მოწადინებულია და ჩვენ იმედიანად ვარ თ განწყობილნი.

”მე მითამაშია ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები და ვიცი რა გრძნობაა ეს. ამ დროს ძალზედ მოწადინებული ხარ და გინდა მაქსიმალურად გამოგივიდეს ყველაფერი. მიუხედავად ამისა, არსებობს საღამოები, როცა საქმე ცუდად მიგდის და ამას უნდა შეეგუო.უნდა შევაქო მეტოქე, მათ ბრწყინვალედ ითამაშეს."

”მეც მქონია ანალოგიური გამოცდილება და მეც ვყოფილვარ ანალოგიურ სიტუაციაში, სიმართლე გითხრათ უფრო მძიმე შედეგებიც დაფიქსირებულა, როცა მე ვთამაშობდი და ჩვენ მაშინ შევძელით მათი დაძლევა. რატომ არ უნდა შეძლოს ამ შემადგენლობამ აღნიშნული წინააღმდეგობის დამარცხება, მე ვიცი ამ გუნდის პოტენციალი და ვიცით, რომ ”მადრიდის რეალს” შეუძლია სამი თუ ოთხი გოლის გატანა ”ბერნაბეუზე”.

”პრეზიდენტმა თამაშის დასრულების შემდეგ მოედანი მაშინვე დატოვა, ის ალბათ მოწყენილია ასეთი ცუდი შედეგის გამო.” dle 10.1

  • shvela
  • 25 აპრილი 2013
  • 3698
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)