იკერი: ”სამშაბათს სეზონის უდიდესი თამაშია”

იკერი მადლობას უხდის ქომაგებს მხარდაჭერისათვის.


”მადრიდის რეალის” კაპიტანმა იკერ კასილასმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა სამშაბათის თამაშის წინ (ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალის განმეორებითი შეხვედრა), რომელსაც მიმდინარე სეზონში, ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში უწოდა. ბოლოს განაცხადა, რომ ეხლა უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

”ბორუსიასთან” მეორე შეხვედრა: ”ჩვენ გულშემატკივრებს მხარდაჭერა უნდა ვთხოვოთ. ხალხმა უნდა დაივიწყოს გუშინდელი შეხვედრა, ჩაიცვას გუნდის ფორმა და იფიქროს, რომ სამშაბათის შეხვედრა უმნიშვნელოვანესია მიმდინარე სეზონში. ამაზე ფიქრი ეხლა ძნელია, ვინაიდან შაბათს ”კალდერონზე” მადრიდული დერბი გვაქვს ”ატლეტიკოს” წინააღმდეგ, რომელიც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ვითვალისწინებ რა ასევე სამეფო თასის შეხვედრის მნიშვნელობას, მინდა გითხრათ, რომ სამშაბათის თამაში პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის ეხლა შაბათს გასამართი დერბი.”

შანსის მოლოდინში: ”იკერი თავს მშვენივრად გრძნობს, დიდებულად ვვარჯიშობ, გუნდს ვეხმარები ისე, როგორც შემიძლია და თავს ამისთვის არ ვიშურებ. ბოლომდე ვიხარჯები, იმაზე მეტს ვვარჯიშობ, ვიდრე ამას ტრავმის მიღებამდე ვაკეთებდი. ვინც არ უნდა ითამაშოს სასტარტოში, მას მე მუდამ გვერდით დავუდგები, იმიტომ რომ გუნდი პირველ ადგილზეა. ვინ ითამაშებს და ვინ არა ამას სხვა წყვეტს და არა მე, მაგრამ ეხლა მე ბედნიერი ვარ, ვინაიდან მას შემდეგ, რაც ექიმებისგან დადებითი დასკვნა მივიღე, ჩემი ხელი კარგად გამოიყურება და რა თქმა უნდა, მე ველოდები ჩემს შანსს.”

მოურინიოსთან დამოკიდებულება: ”ურთიერთობა იყო ცივი, ურთიერთობა იყო გახსნილი და გულღია. ჩვენ მართლაც რომ დიდებული პროფესიონალური ურთიერთობა გვაკავშირებს.”

ჭორები: ”ხალხს შეუძლია ის ილაპარაკოს, რაც მოესურვება. მე ”მადრიდის რეალში” გავიზარდე, აქ 22 წელი გავატარა, აქედან 14 წელი კი პირველ კლუბში, თუ ვინმეს არ ახსოვს ეს ყველაფერი, მას თავისუფლად შეუძლია ჭორაობა.”

თავისი მომავალი: ”ამჟამად მე პირადად ჩემს მომავალზე იმდენად არ ვღელავ და არც მაინტერესებს, რამდენადაც სამშაბათის შეხვედრა ”დორტმუნდის” წინააღმდეგ.” dle 10.1

  • shvela
  • 25 აპრილი 2013
  • 4566
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)