რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
დიდ ვერაფერს გეტყვით და მითუმეტეს ვერ გაგახარებთ!
სიმართლე გითხრათ, სურვილი არ გამაჩნია, კონკრეტიზმისკენ წავიდე და თითოეული ფეხბურთელის ან მწვრთნელის ქმედება გავაშიშვლო და შემდეგ ვაკრიტიკო ან ა.შ.უბრალოდ მინდა, ზოგად კონტექსტში დავაფიქსი რო საკუთარი აზრი და საყვარელ კლუბს, საკმაოდ სერიოზული ბრალდებები წავუყენო.
ფეხბურთია რომ ფეხბურთია მეც ვიცი და ბურთი რომ მრგვალია, მაგის შესახებაც მომეხსენება, მაგრამ ვერასდროს გაგიგებ, როდესაც მოლოდინს არ ამართლებ.შეიძლება, მწვანე მინდორზე გამოხვიდე, 90 წუთი თავი არ დაზოგო, მაგრამ არ გაგიმართლოს და წააგო, მაგრამ როდესაც მოედანს უბრძოლველად ტოვებ, კითხვის ნიშნები მიჩნდება.ნუთუ, სეზონის დასაწყისიდან, ბუმბერაზი იმედებით იმიტომ აღვივსეთ, რომ ნახევარ ფინალში გავსულიყავით და შემდეგ ასეთი თამაში გვეჩვენებინა? კატეგორიულად თავს ვიკავებ ინდივიდუალურად შევაფასო რომელიმე მოთამაშე.განვლილი მატჩის შემდეგ, ჩემთვის ყველას შეფასება არის 0! ეს, უბრალოდ უპასუხისმგებლობაა და მეტი არაფერი.
როდესაც ქომაგი, იღვიძებს თუ არა, შენზე ფიქრს იწყებს, როდესაც შენი ხილვისთვის ყველაფერს გვერდზე დებს, როდესაც შენს დასაცავად თავს არ ზოგავს, როდესაც, როდესაც, როდესაც....და ამ დროს რას აკეთებ შენ? მოედანზე გამოდიხარ და უსუსურ-უფერული თამაშის წყალობით 4-1 აგებ.შენ უბრალოდ უნდა გრცხვენოდეს, პირველ რიგში, საკუთარი ქომაგებისა, რომლებიც პირში ჩალაგამოვლებული დატოვა.
შესაძლებელია, მატჩის მსვლელობისას, მწვრთნელის ტაქტიკამ წაგაგებინოს, ან კონკრეტული ფეხბურთელის შეცდომამ, მაგრამ როდესაც მოედანზე არ იბრძვი, ოფლს არ ღვრი, ამას რა ქვია?.იქნებ გადაჭარბებულია, მაგრამ მე დღეს ვერცერთი მადრიდისტას მხრიდან, თავგანწირვა და ბრძოლის ჟინი ვერ დავინახე.აი, სწორედ ესაა პროპლემა.სამწუხაროდ და საუბედუროდ, მადრიდელებმა, მადრიდისტებს ზურგი გვაქციეს.ისინი, დღეს თეთრი მეომრები არ ყოფილან.მათ უბრალოდ შელახეს კლუბის ღირსება.
მე, როგორც რიგით ქომაგს, გული მწყდება არა 4-1ზე, არამედ ჩემი გუნდის საქმისადმი ასეთ დამოკიდებულებაზე.დღეს, მოურინიო და თავისი შეგირდები, ჩვენს წინაშე „გაფეილდნენ!“
ნამდვილად აღარ მსურს, აღნიშნული პოსტის გაგრძელებას, რამეთუ ვიცი რომ, მხოლოდ ნეგატიურზე მომიწევს საუბარი.საკუთარ კლუბზე გულჩათხრობილი, ველოდები მომავალ კვირას.გამოსწორების შანსი არსებობს.დაგვიმტკიცეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ.ჩვენ საკუთარ ვალს მოვიხდით, 90 წუთი მხურვალედ დაგიჭერთ მხარს, გულისტკენას არ გაგრძნობინებთ, მაგრამ თქვენგანაც ანალოგიურს ვითხოვთ.
და ბოლოს, წარმატებები მინდა გისურვოთ, ჰალა მადრიდ !!!
პ.ს. ბოდიშს ვიხდი, რომ დიადი ადამიანის სიტყვები გამოვიყენე სათაურში.
- 25 აპრილი 2013
- 4763
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.