უახლესი სატრანსფერო ”ჭორები”

გთავაზობთ სატრანსფერო ჭორებს, რომლებიც მადრიდის რეალს ეხება.


- ნეიმარმა არჩევანი გააკეთა და ის ბარსელონას კონფედერაციის თასის შემდეგ შეუერთდება. კატალონიელებმა ბრაზილიელს მადრიდის რეალზე უკეთესი შეთავაზება გაუკეთეს (ინფორმაციის წყარო: Fichajes.net).

- სამეფო კლუბის მორიგი სამიზნე ედისონ კავანი უფრო ახლოს არის პსჟ-სთან და სიტისთან, ვიდრე ბლანკოსთან. Daily Mirror-ის ინფორმაციით ურუგვაელმა პირად შეთანხმებას ორივე კლუბის ხელმძღვანელობასთან მიაღწია და ახლა მხოლოდ ნაპოლის გადასაწყვეტია სად გაუშვებს ფორვარდს (ინფორმაციის წყარო: Daily Mirror).

- კოლუმბიელი ფორვარდი ფალკაო, რომელის სახელიც აქტიურად უკავშირდებოდა მადრიდის რეალს 54 მლნ. ევრო ღირს და მისი შეძენა ბრიტანულ კლუბებს სურთ. განსაკუთრებით აქტიურობენ ჩელსი და იუნაიტედი, სამეფო კლუბი ამ შემთხვევაშიც სუსტი პოზიციიდან თამაშობს, რადგან ატლეტიკოს ხელმძღვანელობა ფეხბურთელს მოსისხლე მტრების ბანაკში არაფრის დიდებით არ უშვებს. (ინფორმაციის წყარო: Daily Mirror)

- პერესი ბეილში 54 მილიონ ევროზე მეტს არ გადაიხდის. მამლები კი უელსელს მინიმუმ 100 მილიონად აფასებენ. მოლაპარაკებებში თეთრებმა შეიძლება რომელიმე ფორვარდი ჩართონ და ამ გზით დააგდებინონ ფასი 23 წლის უნივერსალზე. (ინფორმაციის წყარო: Daily Mirror)

- რეალი და ბაიერნი დრაქსლერის გადმობირებას შეეცდებიან. 19 წლის ფეხბურთელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და კრიტიკოსების ქებას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ მას შალკესთან კონტრაქტ 2016 წლამდე აკავშირებს. (ინფორმაციის წყარო: Sport 1)

- ანჩელოტი პსჟ-ს დატოვებს და სამეფო კლუბს შეუერთდება. მიუხედავად იმისა, რომ პარიზული კლუბი კარგად გამოიყურება ახალ მწვრთნელზე ფიქრი ნამდვილად მოუწევთ არაბ შეიხებს, რადგან კარლოს გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. შესაძლოა შედგეს მწვრთნელების ბრატერი მადრიდის რეალთან. (ინფორმაციის წყარო: Marca)

- იუვენტუსი ბენზემას და იგუაინს აკვირდება. ტურინელებს გადაწყვეტილი აქვთ შეტევის ხაზის გაძლიერება და ამას სამეფო კლუბის ცენტრ ფორვარდების ხარჯზე აპირებენ. იტალიელებს ორივე მათგანის შეძენა სურს, მაგრამ ერთზეც არ იტყვიან უარს. (ინფორმაციის წყარო: La Gazzetta dello Sport)

- სეზონის ბოლოს სამეფო კლუბს დი მარია და კალეხონი დატოვებენ. მათთან ერთად გუნდიდან წავა ჟოზე მოურინიოც, რომელმაც ისინი რეალში მოიყვანა. (ინფორმაციის წყარო: El Confidencial)

dle 10.1

  • SunSay
  • 24 აპრილი 2013
  • 5514
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)