მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბები

”მადრიდის რეალი” რეიტინგში პირველ ადგილზეა.


”მადრიდის რეალმა” ”მანჩესტერ იუნაიტედის” 9 წლიანი ჰეგემონია დაარღვია და რეიტინგის პირველ საფეხურზე მოექცა. Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით ”თეთრებმა” ”წითელ ეშმაკებს” მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბის ტიტული ჩამოართვეს.

2004 წლიდან მოყოლებული ინგლისური კლუბი მუდამ რეიტინგის პირველ საფეხურზე იმყოფებოდა. როგორც Forbes-ის მესვეურები იტყობინებიან, ”მადრიდის რეალის” პირველ ადგილზე აღმოჩენა არ არის განპირობებული იმით, რომ ”მანჩესტერ იუნაიტედი” კრიზისს განიცდის, არამედ იმით, რომ ”სამეფო კლუბი” იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ”მანჩესტერ იუნაიტედი”. BBVA-სთან კონტრაქტი, Adidas-სთან ახალი კონტრაქტი, Fly Emirates-თან სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმება, ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომლის გამოც ”თეთრებმა” ”წითელი ეშმაკები” უკან ჩამოიტოვეს.

”მადრიდის რეალი” ამჟამად გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 3,3 მლრდ. ა.შ.შ. დოლარი ღირს (2,531 მლნ ევრო) , რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით მთელი 76%-ით მეტია. ”თეთრებმა” 500 მლნ. ევროიანი შემოსავალი მიიღეს წინა წელს, ამას დამატებბული 38 მლნ. ყოველწლიური თანხა, რომელსაც კლუბს კომპანია Adidas-ი უხდის, არაბულმა ავიაკომპანია და BBVA-მ კი დამატებით 184 მლნ. ევრო მოუტანეს კლუბს. dle 10.1

  • shvela
  • 24 აპრილი 2013
  • 2112
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)