მოურინიოს ინტერვიუ

ინტერვიუ ჩაწერილია ”ბეტისთან” შეხვედრის წინ.


”მადრიდის რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დღეს ჟურნალისტების წინაშე წარსდა, სადაც მან სხვა ძირიტად საკითხებთან ერთად მის მომავალზე ისაუბრა. ” ”კანილასის” პრეზიდენტს ერთადერთი პრობლემა აქვს: მას ძალიან უყვარს პრესაში საუბარი.” მან განაცხადა, რომ მისი მომავლის საკითხი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება. ”მე ”მადრიდის რეალში” თავს ცუდად და მოწყენილად არ ვგრძნობ. როცა ასეთი ზეწოლის ქვეშ ხარ, მაშინ უნდა დასხდეთ და ისაუბროთ , თუ რა აჯობებს ყველასთვის.”

”კანილასთან” დაკავშირებით: ” ”კანილასზე” საუბარი ჩემთვის და ჩემი ბიჭისთვის იგივეა, რაც ოჯახზე საუბარი. ეს დიდებული კლუბია, მაგრამ მათ ერთი პრობლემა აქვთ: მათ პრეზიდენტს ძალიან უყვარს პრესასთან საუბარი და ყურადღების ქვეშ ყოფნა. ის ჩემს შვილთან მიმართებაში ფანტასტიკური პიროვნებაა და ჩემთან ურთიერთობაშიც ასეა, მაგრამ მას მუდამ ქონდა ეს პრობლემა. ეს პრობლემა მე არ მეხება.”

დაადასტურებთ , თუ უარყოფთ იმას, რაც ”კანილასის” პრეზიდენტმა თქვა: ”დიახ, მე ვადასტურებ. მან მკითხა, ვიქნები თუ არა აქ მომდევნო სეზონში, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ჯერ არ ვიცი.”

მისი მომავალი: ჩემი დამოკიდებულება პრეზიდენტთან, ხოსე ანხელთან და საერთო ჯამში კლუბთან ძალიან კარგია და გვაძლევს საშუალებას, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ, როგორც ერთმა ოჯახმა მშვიდად და მოვიქცეთ ისე, როგორც უმჯობესი იქნება ”მადრიდის რეალისთვის”, ჩემთვის და თავად პრეზიდენტისთვის. ჩვენ გვაქვს ამის მზაობა. ჩვეულებრივად კლუბსა და მწვრთნელს შორის არსებობს კონფლიქტი და პრობლემები, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის ჩვენს ურთიერთობაში. ხარისხიან გადაწყვეტილება საუბრის შედეგად მიიღება. ამჟამად ყველასთვის მნიშვნელოვანი არის ჩემპიონთა ლიგის მოგება და განვითარების გაგრძელება.”

რატომ ხართ უხასიათოდ? ”მე არ ვარ უხასიათოდ ”მადრიდის რეალში”. მე შეიძლება უფრო ბევრი რამე მომწონდეს ან შედარებით უფრო ნაკლები რამ, მაგრამ ყველაფერი ხდება. არ არსებობს იდეალური კლუბი და იდეალური მწვრთნელი. მთავარი არის , რომ სეზონი კარგად დაასრულო, მიიღო ის, რაც შენგან შორს არის. ჩვენ უემბლის ფინალს ორი თამაში გვაშორებს, გარდა ამისა ჩემპიონატში და კოპაზე გვაქვს სათამაშო. მას შემდეგ, რაც დაძაბულობა გაივლის , ჩვენ მშვიდად დავსხდებით, ვისაუბრებთ და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.”

ყურადღების გადატანა: ”მე ვცდილობ ჩემი საქმე ისე მშვიდად გავაკეთო, როგორც ეს შესაძლებელია და ასევე ისე, როგორც ამის საშუალებას ხალხი გვაძლევს. უნდა გაიგოს ხალხმა, რომ წინ ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირი გველის. კოპას ფინალს ვთამაშობთ მადრიდული კლუბის წინააღმდეგ და იმ კვირას კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი გვაქვს სათამაშო. ემოციებზე დასახარჯი და ყურადღების მოსადუნებელი დრო არ გვაქვს.”

კასილასი: ”ხვალ დიეგო ითამაშებს, ხოლო იკერი სათადარიგოთა სკამზე იქნება. მან ტრავმა სრულად მოირჩინა და არ გაგიკვირდეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის სასტარტოში იქნება უწინდებურად. ეს პირადად ჩემთვის და ყველასთვის იდეალური და ბრწყინვალე ამბავია, გვყავს ორი გოლკიპერი, რომლებიც კარგ ფორმაში არიან, ასევე გვყავს ორი ახალგაზრდა მეკარე, რომლებიც მათზე უკან დგანან, მაგრამ მათი გამოყენებაც შეიძლება.”

როტაცია: ”ესაა პირველი შემთხვევა, როცა მე მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური ჩემპიონატისთვის არ ვარჩევ ხალხს. კითხეთ მილიონობით გულშემატკივარს ვისი დამარცხება ურჩევნიათ ”ბეტისისი” , თუ ”დორტმუნდისი”, ყველა გეტყვით, რომ ”დორტმუნდის”, მაგრამ მე მინდა, რომ ორივე დავამარცხო. არსებული სიტუაცია კი რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დასვენების საშუალებას გვაძლევს.

”ბორუსია” მეტოქედ: ”სიმართლე გითხრათ, ამ კენჭისყრისას დიდად არ ვნერვიულობდი და არც მაინტერესებდა ვინ იქნებოდა ჩვენი მეტოქე, ვინაიდან სამივე მათგანი თანაბრად ძლიერი, თანაბრად სახიფათონი არიან, რომლებიც კარგად გამოიყურებიან.”

რას იტყვით დაპირისპირებაზე: ”დღეს ”დორტმუნდის ბორუსიაზე” სასაუბროდ არ მოვსულვართ აქ. მე რამოდენიმე საკითხს შევეხე და არ ვაპირებ ამაზე მეტის თქმას. კენჭისყრის შემდეგ კლოპი მუდამ ამ შეხვედრაზე საუბრობს, მე ასე არ ვარ. ამ მატჩზე მხოლოდ და მხოლოდ სამშაბათს ვისაუბრებთ. dle 10.1

  • shvela
  • 24 აპრილი 2013
  • 1372
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)