ანხელ დი მარია - პსჟ-ს ახალი ინტერესი

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით პარისენჟერმენს ახალი ინტერესი აქვს, რაც მადრიდის „რეალის“ არგენტინელი წინახაზელის, ანხელ დი მარიას შეძენაში გამოიხატება...


საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით ანხელის სანაცვლოდ ფრანგული კლუბი 40 მილიონ ევროს ამზადებს, რაც ნამდვილად არ გალხავთ „ხელწამოსაკრავი“ თანხა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არგენტინელი ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა და პარიზული გუნდისთვის უდიდესი სარგებლობის მოტანა შეუძლია, მისი პროფესიონალიზმი, გუნდს რომელიც ახლა იწყებს აყვავებას, ნამდვილად უდიდესი სამსახხურს გაუწევს ყველანაირი თვალსაზრისით.“

კარლო ანჩელოტის აზრით დი მარია ბრწყინვალე დუეტს შექმნის ხავიერ პასტორესთან, რომელიც ნამდვილად თვიდან თვემდე პროგრესირებს და ფრანგული კლუბის დიდ იმედებს წარმოადგენს. იტალიელი სპეციალისტის აზრით ურიგო არ იქნება თუ პასტორე და დი მარია ერთმანეთს კარგად შეეწყობიან, მითუმეტეს მათ ერთად თამაშის გამოცდილება არგენტინის ნაკრებში აქვთ და საკმაოდ წარმატებით ეხმარებიან საკუთარ ქვეყანას.

ამას ემატება ის გარემოებაც, რომ მიმდინარე სეზონში ანხელი არც ისე ხშირად ხვდება სასტარტო შემადგენლობაში, როგორც ეს ადრე ხდებოდა. წინა წელს არგენტინელის ართამაში მხოლოდ იმით საბუთდებოდა, რომ მას ტრავმა ჰქონდა, წლეულს კი ხშირად გვინახავს შემთხვევა, როდესაც მატჩს ანხელის ნაცვლად ხოსე კალეხონი იწყებს, მიზეზად კი არაფერი სახელდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში პარიზული კლუბი დი მარიას გაცილებით უფრო მეტ თანხას შესთავაზებს ხელფასის სახის, ვიდრე მას სამეფო კლუბში აქვს, ეს კი დამატებითი გამოწვევა იქნება ფეხბურთელისთვის, რომელიც კარიერის პიკამდე ჯერ კიდევ არ მისულა და შესაძლოა მომდევნო 2-3 წელიწადში მან მსოფლიო დაიპყროს. dle 10.1

  • Hala
  • 24 აპრილი 2013
  • 1815
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)