ჩაბის+15 მილიონი = სუარესს

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მადრიდის „რეალმა“ ინგლისურ ლივერპულს შესაძლოა განსხვავებული შეთავაზება გაუკეთესოს ლუის სუარესთან დაკავშირებით...


მოგეხსენებათ, სუარესს მერსისაიდული გიგანტი ძალიან უყვარს, აქედან გამომდინარე არ სურს ამ გუნდის დატოვება, ფლორენტინო პერესი კი უკვე ჩაიციკლა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ლუისი მომდევნო სეზონში არა პრემიერ ლიგაში, არამედ პრიმერა დივიზიონში ასპარეზობდეს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმა სამეფო კლუბი თანახმაა ლივერპულს დაუთმოს ჩაბი ალონსო და ესპანელს დაუმატოს 15 მილიონი ევრო, შედეგად კი ურუგვაელი ფეხბურთელი მადრიდში ჩაიყვანოს. მერსისაიდელთათვის ეს წინადადება წესით საინტერესო უნდა იყოს, რადგან ისინი უკვე დიდი ხანია დაინტერესებულნი არიან ბასკი ნახევარმცველის შეძენით და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აპირებდნენ მოლაპარაკებების დაწყებას.

გარიგებას ხელი შეიძლება შეუშალოს ჟოზე მოურინიოს „ბლანკოსში“ დარჩენამ, რაც ნამდვილად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მითუმეტეს რამდენიმე დღის წინ პორტუგალიელი სპეციალისტი კვლავ შენიშნეს ლონდონში. თუ რისთვის იყო ჩასული ინგლისში განსაკუთრებული, არავინ იცის თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, მაგრამ რაღაც პროცენტი მაინც არსებობს იმისა, რომ ჟოზე „ბლანკოსს“ კვლავ გაწვრთნის, ამ შემთხვევაში ალონსო არსად წავა, რადგან ბასკი ნახევარმცველი მოურინიოს ძალიან მოსწონს და თვლის, რომ ნახევარდაცვა ესპანელის გარეშე ვერ იქნება ისეთივე სრულყოფილი, როგორიც ამჟამად გახლავთ. dle 10.1

  • Hala
  • 24 აპრილი 2013
  • 1717
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)