ოუენი : „ლიგის ფინალი იკერის გარეშე წარმოუდგენელია“

მაიკლ ოუენი, რომელიც რამდენიმე წლის წინ „ბლანკოსის“ ღირსებას იცავდა, ჟურნალისტებს შეხვდა და ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა, მან ასევე ყურადღება გაამახვილა იკერ კასილასსა და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ თუკი „რეალი“ ფინალში გავა და კარს კასილასი არ დაიცავს, ეს იქნება დიდი უსამართლობა და წარმოუდგენელი რამ, რასაც მთავარი მწვრთნელი გააკეთებს...


„ესპანეთის ნაკრების გოლკიპერი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა საკუთარ პოზიციაზე, კასილასი მართლაც სანუკვარი მეკარეა როგორც „რეალისთვის“ ასევე, ამ გუნდის ახალგაზრდობა თაობისთვის და მთლიანად მსოფლიოს ფეხბურრთის მოყვარულთათვის, უბრალოდ არ შეიძლება ვხედავდეთ იკერის პროფესიონალიზმს, სიდინჯეს და საკუთარი გუნდის სიყვარულს.“

„არ ვიცი რა ხდება სამეფო კლუბში, მაგრამ ფაქტია ჟოზე მოურინიოს კასილასთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს და ამას ყველა ძალიან კარგად ხედავს.თუკი მადრიდელებმა დორტმუნდის ბორუსიის ბარიერი გადალახეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, უბრალოდ ძალიან ცუდი საყურებელი იქნება კადრი, რომელშიც იკერ კასილასი სამეფო კლუბის კარის დაცვის სანაცვლოდ სათადარიგოთა სკამს „დაიცავს“, ეს იქნება დიდი სირცხვილი და იმ შემთხვევაში თუ „ბლანკოსი“ წარმატებას მიაღწევს, ვერ იქნება ისეთივე სრულყოფილი, როგორიც ესპანელ მეკარესთან ერთად.“

„ყველამ კარგად უნდა გაითავისოს და იცოდეს, რომ ზოგიერთ გუნდს ჰყავს ფეხბურთელები ან ფეხბურთელი, რომელიც ხელშეუხებელია და სხვა თანაგუნდელებისათვის დიდ ავტორიტეტს წარმოადგენს, მისი რეპუტაციის შელახვა კი ყოვლად დაუშვებელია, მსგავსი ფაქტი ცუდ ზეგავლენას მოახდენს კოლექტივის სხვა წევრებზე. dle 10.1

  • Hala
  • 23 აპრილი 2013
  • 1583
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)