იგუაინი : „არსად წასვლას არ ვაპირებ“

გონსალო იგუაინის განცხადებით იგი არსად არ აპირებს წასვლას და მომდევნო წლების განმავლობაში „ბლანკოსის“ ღირსების დაცვას გეგმავს, არგენტინელი ესპანეთის დედაქალაქში თავს ბედნიერად გრძნობს...


„ბევრი მითქმა-მოთქმაა იმის შესახებ, რომ რეალის დატოვებას ვგეგმავ, მაგრამ სიმართლე გითხრათ ამაზე არასდროს მიფიქრია. დარწმუნებული ვარ ხელმძღვანელობას ჩემი გაშვება, რომ ჰქონდეს გადაწყვეტილი რაღაც მაინც მეცოდინებოდა, მაგრამ ჩემთვის არავის უთქვამს წადიო, პირიქით აქ ყველა კარგად მეპყრობა და მაგრძნობინებენ, რომ გუნდისთვის საჭირო მოთამაშე ვარ, არანაირი მიზეზი არ მაქვს იმისათვის, რომ სამეფო კლუბი დავტოვო.“

„ჩვენ გუნდს უდიდესი მიზნები აქვს და გამონაკლისი არც მე გახლავართ, ნამდვილად არ მაქვს ტრანსფერებზე ფიქრის დრო, ამჟამად თავიდან ბოლომდე ვარ გადართული ჩემპიონთა ლიგის და კოპა დელ რეის მოგებაზე, ასე რომ სრული სიცრუეა ის საუბრები, რომ „ბლანკოსის“ დატოვებას ვაპირებ. ჩემი მიზანი ძირითად თერთმეტეულში ადგილის საფუძვლიანი დამკვიდრება გახლავთ.“

„ესპანეთში არაერთხელ მქონია კარგი ხანა. როგორც ცხოვრებაში ასევე სპორტში არის კარგი და ცუდი პერიოდი, რომელიც აუცილებლად გადის. ამ ეტაპზე საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ სათამაშო ფორმას ვუჩივი. თითქმის ყველა შეხვედრაში ვახერხებ თავის გამოჩენას საგოლე გადაცემით ან გატანილი გოლით, ამით კი მხოლოდ და მხოლოდ იმას ვფქრობ, რომ ვპროგრესირებ და გუნდის დახმარება შემიძლია.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 აპრილი 2013
  • 1282
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)