შვაინშტაიგერი : „ყველაზე სახიფათო რონალდოა“

ბასტიან შვაინშტაიგერის განცხადებით მადრიდის „რეალი“ რონალდოსთან ერთად და „ბლანკოსი“ კრიშტიანოს გარეშე ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ცა და დედამიწა, აქედან გამომდინარე მიუნხენელები მაქსიმალურად უნდა ეცადნონ პორტუგალიელის განეიტრალებას...


„პორტუგალიელი ძალიან კარგ ფორმაშია, თანაც მას ორმაგი მოტივაცია აქვს. პირველ რიგში რონის შანსი აქვს მოიგოს ჩემპიონთა ლიგის თასი კიდევ ერთხელ, ამასთანავე იგი შესაძლოა ევროსარბიელის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს, ეს ორი ტიტული კი მას ოქროს ბურთის მოგებაში საკმაოდ შეუწყობს ხელს, დარწმუნებული ვარ კრიშტიანო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოს და თუკი ფინალში სწორედ ბაიერნი და რეალი მოხვნდნე, ჩვენი გუნდის დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანოს.“

„რონალდოს განეიტრალება „რეალის“ 55%-ით განეიტრალებას ნიშნავს, რადგან ეს გუნდი პორტუგალიელი შემტევის გარეშე აბსოლუტურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს.“

„თუმცა ამ ყველაფერზე საუბარი ძალიან ადრეა, რადგან ჩვენი მეტოქე ჯერ-ჯერობით არა მადრიდის „რეალი“ არამედ კატალონიის ბარსელონა გახლავთ, რომელიც აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, „ბლანკოსს“ კი დორტმუნდის ბორუსიასთან ექნება ურთიერთობა გასარკვევი, რომელიც ნამდვილად ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 აპრილი 2013
  • 1463
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)