ლეონარდო: ”არასდროს დავინტერესებულვართ რონალდუთი”

”პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი საუბრობს რონალდუზე. იგი აცხადებს, რომ ფრანგულ კლუბს არასდროს გამოუჩენია პორტუგალიელისადმი ინტერესი..


”ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი მოვიდა ”პსჟ”-ში, როგორც ეს ხდება ”რეალში”, ”ბარსელონაში”, ”ბაიერნში” ან თუნდაც ”მილანში”. თუმცა ყველა ფეხბურთელს ვერ ვიყიდით, რადგან გუნდში არეულობა იქნება, არ არის საჭირო იმაზე მეტის ქონა, რაც საკმარისია. ჩვენ არასდროს არ გვიფიქრია იმაზე, რომ ”რეალისთვის” წაგვერთვა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, გუნდის ლიდერი. არასდროს გვქონია ინტერესი მის მიმართ და არ გვიცდია შეთავაზების განხორციელება. რამდენიმე თვის მანძილზე ეს ფაქტი აქტუალური იყო, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამებოდა”.

ასევე ლეონარდომ ისაუბრა ანჩელოტის მომავალზე, დარჩება თუ არა ის ”პსჟ”-ში: ”მხოლოდ 4-5 გუნდია ისეთი, რომლის ხელმძღვანელობასაც სურს ეს მწვრთნელი. არსებობს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ანჩელოტიმ დატოვოს კლუბი, მაგრამ მე მჯერა, რომ მომავალ სეზონშიც იგი გაწვრთნის გუნდს და წარმატებას მიაღწევს ”პსჟ”-სთან ერთად”.

წყარო: Defensacentral dle 10.1

  • Neñe
  • 16 აპრილი 2013
  • 1613
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)