რამოსი მარჯვენა ფლანგს დაუბრუნდება

მადრიდის რეალი თითქმის უდანაკარგოდ წარსდგება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. თითქმის იმიტომ, რომ ალვარო არბელოამ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის განმეორებით შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა, ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო.


ესპანელმა მცველმა მოურინიოს თავსატეხი გაუჩინა. მოურინიოს მოსვლის შემდეგ სერხიო რამოსმა ცენტრალური მცველის პოზიციაზე გადაიწია და პეპეს შეუწყვილდა. 27 წლის მცველი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ის სწორედ ამ პოზიციაზე ამჯობინებს თამაშს, თუმცა მარჯვენა ფლანგზე დაბრუნებითაც არ შეექმნება დისკომფორტი.

ბასკებთან დაპირისპირებისას მოურინიომ მოსინჯა სერხიოს შესაძლებლობები მარჯვენა ფლანგზე, რადგან ის უკვე დიდი ხანია არ გაკარებია ამ პოზიციას. ესპანეთის ნაკრებშიც ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობს მადრიდის რეალის ვიცე-კაპიტანი. უნდა ვივარაუდოთ, რომ მან გამოცდა წარმატებით ჩააბარა და დორტმუნდთან კვლავ ვიხილავთ ფლანგიდან შეტევაში ჩართულ ანდალუსიელს. დაცვის ცენტრში კი პეპე და ვარანი დადგებიან. ვინ იცის შესაძლოა მომავალი წლების განმავლობაში სწორედ ამ ტაქტიკით მოუწიოს სამეფო კლუბს თამაში, რადგან არბელოა ძალიან სუსტად გამოიყურება და ბევრ შეცდომას უშვებს. dle 10.1

  • SunSay
  • 16 აპრილი 2013
  • 2271
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)