ბილეთების ფასი 70 ევროდან დაიწყება

ბორუსიისა და რეალის დაპირისპირებაზე დასწრება გაცილებით იაფი იქნება გერმანიაში ვიდრე ესპანეთში. დორტმუნდში ბილეთების ფასი 45 ევროდან იწყება და 170 ევროთი სრულდება.


სანტიაგო ბერნაბეუს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით წელს ნახევარფინალური მატჩის ბლეთების ფასი იგივე იქნება, რაც შარშან ბაიერნთან იყო. ასე რომ ყველაზე იაფი ბილეთი 70 ევრო ეღირება, ყველაზე ძვირი კი 325.

ფასებში როგორც ვხედავთ დიდი სხვაობაა. სამეფო კლუბისა და ბორუსიის სტადიონებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ორივე აკმაყოფილებს უმაღლესი კლასის სტანდარტებს, მაგრამ სხვაობა ფასებს შორის ძალიან დიდია. თუ დორტმუნდელ გულშემატკივარს სურს ყველაზე იაფი ბილეთის შეძენა მან მხოლოდ 45 ევრო უნდა გადაიხადოს, იგივე ბილეთის ფასი ესპანეთში თითქმის ორჯერ მეტია. VIP ლოჟის ბილეთი ბორუსიელთა ქომაგებისათვის სულ რაღაც 170 ევრო ღირს, ბერნაბეუზე მოსული გულშემატკივრებისათვის კი 325.

ესპანური გრანდების მიერ გატარებული პოლიტიკა ბილეთების მიმართ, ბევრ კითხვას აჩენს. მართლაც საინტერესოა, რატომ ღირს გერმანიაში გაცილებით იაფი ბილეთები, როდესაც თითოეული მოქალაქის შემოსავალი გერმანიაში გაცილებით მეტია, ვიდრე ესპანეთში. dle 10.1

  • SunSay
  • 16 აპრილი 2013
  • 1900
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)