ოპარე:"მიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვასპარეზობ"

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა დანიელ ოპარემ "სამეფო კლუბის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.


თქვენ მადრიდში ორი წელიწადია ხართ, მაგრამ ტრავმებმა არ მოგცათ საშუალება თქვენი პოტენციალი სრულად გეჩვენებინათ.

ითამაშო მადრიდის "რეალში" ეს ჩემთვის და ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საამაყოა. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მე ვთამაშობ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. ოცნება მქონდა მეთამაშა ამ კლუბში და მისი მაისურით ვყოფილიყავი შემოსილი. აქ იმიტომ ვარ, რათა კლუბს დავეხმარო და ვაჩვენო გულშემატკივრებს საკუთარი ძალა.

როგორ გრძნობთ თავს?

ტრავმის შემდეგ გავემგზავრე მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტეში. იქ მთლიანად გამოვკეთდი. მადლობას ვუხდი ნაკრებს იმისთვის, რომ მენდო და წამიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე.

როცა "რეალში" გადმოხვედით თქვენ იყავით საუკეთესო მცველი 17 წლამდელთა შორის ფიფას ვერსიით. გახსოვთ?

დიახ. ეს იყო კორეაში ორი წლის წინ.

დააგროვეთ გამოცდლება 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტეში?

მივიღე უდიდესი გამოცდილება. ყოველდღიურად ახალს ვსწავლობდი და გავიცანი ძალიან კარგი ფეხბურთელები. ჩვენ გავხდით მსოფლიო ჩემპიონები. ეს დაუჯერებელია.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 4 ნოემბერი 2009
  • 1617
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)