შუსტერი : „რეალს დიდი შანსი აქვს“

ბერნდ შუსტერის განცხადებით მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის მოგების ძალიან დიდი შანსი აქვს და აუცილებლად უნდა გამოიყენოს...


„გერმანელი ვარ და რა თქმა უნდა მიხარია ბუნდესგუნდების წარმატება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როგორც დორტმუნდის ბორუსიას, ასევე მიუნხენის ბაიერნს მეტად რთული მეტოქეები შეხვდათ კატალონიის ბარსელონას და მადრიდის „რეალის“ სახით. რაც არ უნდა ბევრი ითქვას და დაიწეროს იმის შესახებ, რომ ბორუსიელები მადრიდელებს არაფერს შეარჩენენ და ფინალში გასავლელად ყველაფერს გააკეთებენ, მაინც აღსანიშნავია, რომ მოურინიოს გუნდი გერმანელებს ბევრად აღემატება, აქედან გამომდინარე სამეფო კლუბის შანსს 75%-ით შევაფასებდი, რასაც ვერ ვიტყვი ბაიერნისა და ბარსელონას დაპირისპირებაზე, იმ დუელის გამარჯვებული სავარაუდოდ ის გუნდი გახდება, რომელიც იმ წუთისთვის უკეთ ითამაშებს.“

„დარწმუნებული ვარ ორივე მატჩში დიდი მნიშვნელობა ექნება იღბალს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ თუკი „ბლანკოსი“ საკუთარ ფეხბურთს ითამაშებს, ბორუსიას აღარც იღბალი უშველის, ჟოზეს გუნდი აშკარად ჩემპიონთა ლიგაზეა ორიენტირებული, ამაზე ფასეული მათთვის არაფერია, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, „ყვითლებს“ ძალიან გაუჭირდებათ, რეალს კი უდიდესი შანსი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს.“ dle 10.1

  • Hala
  • 15 აპრილი 2013
  • 1527
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (309)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)