სამეფო კლუბის სამიზნეები

მადრიდის რეალი ცხელი ზაფხულის მოლოდინშია, კლუბი სერიოზულად გეგმავს გაძლიერება.


ბლანკოსი პირველ რიგში თავდამსხმელს შეიძენს, ვინაიდან მიმდინარე სეზონში ბენზემასა და იგუაინის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. ბლანკოსის პრეზიდენტმა კი გადაწყვიტა ერთ-ერთი მათგანი გაყიდოს და შეიძინოს ედისონ კავანი, რომელიც იტალიური და ესპანული პრესის ცნობით სამეფო კლუბის პირველი შენაძენი იქნება 2013 წელს. მისი ღირებულება 60 მლნ. ევროს ფარგლებშია.

მორიგი ხმაურიანი შენაძენი სავარაუდოდ ბეილი იქნება, რომელიც ტოტენჰემის შემადგენლობაში ბრწყინვალედ გამოიყურება და მამლების ქვაკუთხედს წარმოადგენს. გარეთის თამაშით მოხიბლულია უამრავი გრანდი, თუმცა მადრიდის რეალი უპირატესობით სარგებლობს. ჯერ კიდევ რაფაელ ვან დერ ვაარტის ტოტენჰემში ტრანსფერისას კლუბებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც გულისხმობს ამ კლუბებისათვის რომელიმე ფეხბურთელით დაინტერესების შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭებას სხვა გუნდებთან შედარებით. ეს უფლება მადრიდის რეალმა 2012 წელს გამოიყენა და ლუკა მოდრიჩი შეიძინა. ამ ტრანსფერით კლუბებმა კიდევ უფრო გააღრმავეს საქმიანი ურთიერთობა. უელსელი ფეხბურთელის გადმობირებაში ჩაერთვება ლუკა მოდრიჩიც, რომელიც ბეილს კონსულტაციას გაუწევს და თეთრებში გადმობარგებას ურჩევს.

ტოტენჰემიდან რეალს არა მარტო ბეილის, არამედ ვილაშ-ბოაშის გადმობირებაც სურს. მოურინიოს შემცვლელად სწორედ ის სახელდება, რადგან ანჩელოტიმ უარი განაცხადა რეალის გაწვრთნაზე. ჟოზე კი ჩელსიში დაბრუნდება. ორივე ტრანსფერი ერთად ბლანკოსს 60 მლნ ევრო დაუჯდება. სამეფო კლუბიდან კი ტოტენჰემს ფაბიო კოენტაო მიაშურებს, რომელიც ასუო-ეკოტოს შეცვლის. შეიძლება მამლებს შეუერთდეს თეთრების რომელიმე თავდამსხმელით, სწორედ ასე გეგმავს პერესი ბეილსა და ბოაშზე ფულის დაზოგვას.

Cadena SER-ის ინფორმაციით პერესი ფრანგი ფეხბურთელის მოყვანას გეგმავს კლუბში, სავარაუდოდ ეს მოთამაშე პოგბა იქნება. ახალგაზრდა ჩამშლელი ბრწყინვალედ გამოიყურება იუვენტუსში. ფლობს შესანიშნავ შორეულ დარტყმას და რაც მთავარია მისი ასაკისათვის სტაბილურად ასპარეზობს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. მას პატრიკ ვიეირასაც ადარებენ, მაგრამ იქამდე ჯერ ძალიან ბევრი უკლია. მისი პოტენციალის შესახებ ისიც მეტყველებს, რომ 20 წლის ფეხბურთელი (15 მარტს გახდა 20 წლის) უკვე საფრანგეთის ნაკრებშიც გამოიძახეს და დებიუტი საქართველოს ნაკრების წინააღმვდეგ შედგა. ამ ტრანსფერში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია რაფაელ ვარანს, რომელიც ძალიან დაუახლოვდა თანატოლ პარტნიორს საფრანგეთის ნაკრებში (ორივე ფეხბურთელი 1993 წელს არის დაბადებული). ვნახოთ როგორ დასრულდება რაფას დიპლომატიური მისია.

დღეისათვის სულ ეს იყო....

ინფორმაციის წყარო: Goal.Com, Cadena SER, Daily Express, Sunday People, Daily Mirror. dle 10.1

  • SunSay
  • 15 აპრილი 2013
  • 3918
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)