”მადრიდის რეალი” და ”ბარსელონა” ფავორიტები არიან

საბუკმეიკერო კანტორებს თავიანთი ფავორიტები ყავთ.


ნიონში ჩატარებული კენჭისყრა დიდებული გამოდგა ”მადრიდის რეალისთვის”. ”თეთრები” სამიდან ყველაზე სასურველ მეტოქეს დაუპირისპირდებიან. მათ არ უნდა გაუჭირდეთ წესით ფინალში გასვლა. ”ბარსელონას” კი ამ დროს მეტად სახიფათო და ძლიერი მეტოქე ყავს. 1/8 ფინალში ”მილანთან” გასვლაზე 2:0 წაგებას თავი დააღწიეს, მაგრამ მაშინ ნიანგს 100%-იანი შანსი რომ გამოეყენებინა, არავინ არ იცის, ვინ გავიდოდა ნახევარფინალში. 1/4 ფინალში მათ ”პსჟ” ელოდებოდათ , რომელმაც ესპანელებს იმაზე მეტი პრობლემები შეუქმნა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა მოახერხეს იმ შედეგის დაფიქსირება, რომელმაც ისინი ნახევარფინალში გაიყვანა.

”ბარსელონა” ”ბაიერნს” დაუპირისპირდება. გერმანული კლუბი არ აპირებს რეკორდების დამხობის შეწყვეტას. მან ბუნდესლიგა 20 ქულიანი უპირატესობით მთელი ექვსი ტურით ადრე გაინაღდა. მთელი სეზონი მათ 24 მოგება, მხოლოდ და მხოლოდ სამი ფრე და ერთი წაგება აქვთ. ჩემპიონთა ლიგაზე ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან , სულ ორჯერ დამარცხდნენ: ერთხელ ჯგუფურ ეტაპზე და მეორე ფლეიოფში. მათ მოიგეს გერმანიის სუპერ თასი და საერთო ჯამში 39 შეხვედრაში გამოვიდნენ დაუმარცხებლად და მხოლო და მხოლოდ სამში დამარცხდნენ. ესაა ერთადერთი კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელმაც ორივე 1/4 ფინალური შეხვედრა მოიგო, ასე რომ ის ჩემპიონთა ლიგის მოგების უმთავრესი კანდიდატურაა.

ბუკმეიკერული კომპანიები ”მადრიდის რეალის” შემდეგ ეტაპზე გასვლაში 1,4 ევროს იძლევიან. ეს ნიშნავს, რომ მოგების შანსები 70% არის მადრიდელთა მხარეს.

”ბარსელონას” შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა: კატალონიელების ფინალში გასვლაზე ბუკმეიკერები 1,8 ევროს იძლევიან, ხოლო ”ბაიერნის” ფინალში გასვლის სანაცვლოდ კი 1,90 ევროს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ შემტხვევაში ბუკმეიკერების აზრით შანსი 50/50-ზეა. . dle 10.1

  • J.Z.
  • 12 აპრილი 2013
  • 2900
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)