"რეალი" მეტოქის მოლოდინშია

მაშასადამე, როგორც დაანონსებულია, ხვალ (12 აპრილს), 14 საათზე (თბილისის დროით), შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალის კენჭისყრა გაიმართება.სამეფო კლუბის ყოფილი გოლეადორი, ვან ნისტერლოი, უეფას წარმომადგენელთან ერთად, ბურთულებს ამოიღებს კალათიდან.შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ "ვან გოლის" ხელზეა დამოკიდებულია, ვინ შეხვდება "რეალს" და პირველ მატჩს სად ჩაატარებს მოურინიოს გუნდი.


ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/4 ფინალი, მადრიდული გრანდის გარდა, "ბარსელონამ," "ბორუსიამ" და "ბაიერნმა" გადალახეს.ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული პოტენციური მოწინააღმდეგე.

მიუხენის "ბაიერნი"
გერმანულ-ესპანური პაექრობა, შარშანაც შედგა ნახევარფინალურ სტადიაზე.შაქირით, მანჯუკიჩითა და მარტინესით გაძლიერებულმა "რეკორდმაისტერმა," ბუნდეს ლიგის თასი, 6 ტურით ადრე მოიპოვა.ჩ/ლ ჯგუფური ეტაპი, მიუხენელებმა, პირველ ადგილზე დაასრულეს.აღსანიშნავია, რომ "ბაიერნს" და ვალენსიელებს ერთნაირი ქულათა რაოდენობა ერიცხებოდათ, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით, პირველი ადგილი მათ ხვდათ წილად.1/8 ფინალში, ჰაინკესის შეგირდებმა, ჯერ სტუმრად 1-3 დაამარცხეს "არსენალი," ხოლო განამეორებითში, 0-2 წააგებს, თუმცა გასვლაზე გატანილი სამი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, სადაც "იუვენტუსი" ერგოთ.ყველასათვის მოულოდნელად, გერმანელებმა ტურინული ბარიერი ადვილად დაძლიეს - 4:0 ორი მატჩის ჯამში.

რაც შეეხება გუნდების ურთიერთშეხვედრებს, ევროპის თასების ფარგლებში, "რეალი" და "ბაიერნი" 20-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, საიდანაც 7 მოიგო ბლანკოსმა, 2 შემთხვევაში ყაიმი მორჩა, ხოლო 11-ჯერ "წითლებმა" იმარჯვეს.ბურთების შეფარდება 26:33-ზე მათ სასარგებლოდ.

გერმანელთა რიგებიდან, პირველ ნახევარფინალურ მატჩს, მანჯუკიჩი (დისკვალიფიკაცია), კროოსი და ბაშტუბერი (ორივე ტრავმის გამო) გამოაკლდებიან.
მათი რიგებში, ტურნირის საუკეთესო მეგოლე, ტომაშ მიურლერია (5 გოლით)

"ბარსელონა"
კატალონიელები და მადრიდელები, მიმდინარე სეზონში, 6-ჯერ შეერკინენ ერთმანეთს.ნიშანდობლივია, რომ მადრიდელებმა ჯერ სუპერ თასი მოუგეს მეტოქეს, ხოლო შემდეგ ესპანეთის სამეფო თასიდან გამოაგდეს.ასევე, მოახერხეს მათი დაჯაბნა პრიმერა დივიზიონშიც.ვილანოვას მოთამაშეებმა, ჯგური ეტაპი ლიდერის პოზიციაზე დაასრულეს.1/8 ფინალში, 2-0 წაგების შემდეგ, შინ 4-0 მოუგეს "მილანს," ხოლო 1/4 ფინალში გასვლაზე გატანილი გოლების წყალობით, გასცდნენ პარიზულ გუნდს.

ევროპის თასებზე, "რეალი" და "ბარსელონა" 8-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.3 მადრიდელებმა მოიგეს, 3-ჯერ ფრე მორჩა, ხოლო 2 შემთხვევაში გამარჯვება "კულეებმა" იზეიმეს.ბურთების შეფარდება 13:10-ზე ბლანკოსის სასარგებლოდ.

როგორც ცნობილია, პირველ ნახევარფინალურ მატჩს, ადრიანო და პუიოლი ვერ ითამაშებენ.
ბარსელონელთა რიგებიდან, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, ლეო მესია (გოლით).

"ბორუსია"
დორტმუნდელებისა და მადრიდელების გზები, მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპაზეც გადაიკვეთა.ბუნდეს ლიგის ბინადრებმა, შინ 2-1 დაამარცხეს "რეალი," ხოლო სტუმრად შედეგიანი ფრე გააგორეს (2-2).საერთო ჯამში, კლოპის ბიჭებმა, პირველ ადგილზე დაასრულეს ჯგუფი, ხოლო შემდეგ დაძაბულ ბრძოლებში, "შახტარი" და "მალაგა" გამოთიშეს ტურნირიდან.

აქამდე, ევროპის თასებზე, ისინი 6-ჯერ ეპაექრნენ მადრიდისტებს.2 მოგება "რეალისკენაა," 1 "ბორუსიასკენ," ხოლო 3-ჯერ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
გერმანელების რიგებიდან, ტურნირის საუკეთესო ბომბარდიაი, რობერტ ლევანდოვსკი (6 გოლით).

RealMadrid.Com

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)