დამარცხებული, მაგრამ ფრიად ნასიამოვნები

მოგესალმებით ძვირფასო მადრიდისტებო, აღნიშნულ სტატიაში მინდა გიამბოთ, ჩემი თურქული ვოიაჟის შესახებ.შევეცდები, მოკლედ და არადამღლელად გიამბოთ, განცდილი ემოციებისა და თავგადასავლების შესახებ.


თავიდან გეტყვით, რომ ჩ/ლ-ის 1/4 ფინალების კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, შემდეგი სტატუსი დავწერე: „ჩემთვის ცნობილია „რეალის“ მომავალი მეტოქე 1/4 ფინალურ სტადიაზე.მადრიდელები თურქებს შეერკინებიან“ - რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველი არავარ, უბრალოდ ჩემს თავს ვუსურვე, წილისყრის ამგვარი განვითარება და როგორც ხედავთ, გამიმართლა.მოკლედ, „რეალის“ მეტოქის გამოვლენისთანავე, სტამბულში გამგზავრებაზე დავიწყე ფიქრი და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას შევუდექი.ოჯახის თურქი მეგობრების დიდი ძალისხმევით, 8 აპრილს, „ათათურქის“ აეროპორტში დავეშვი, საიდანაც დაიწყო თავგადასავლები.

თვითმფრინავიდან გადმოსვლის შემდეგ, საპასპორტო კონტროლის რიგში ვიდექი, როდესაც ადგილობრივმა მებაჟემ ხელით მანიშნა მასთან მივსულიყავი.მას პასპორტი წარვუდგინე, მაგრამ რატომღაც მითხა “პრობლემ“ - ბუნებრივია, ამ ფაქტმა ძალიან ამანერვიულა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ პრობლემა არა ჩემი საბუთები, არამედ ტელეფონის გარეკანზე აკრული „რეალის“ „ქეისი“ გახლდათ.როგორც იქნა, თავისი დანგრეული ინგლისურით ამიხსნა, რომ ტელეფონიდან მადრიდის ლოგო მომეხსნა და მეც ამოვისუნთქე.

აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ, ტაქსი ავიყვანე.როგორც მოსალოდნელი იყო, თურქი მძოლების 99 პროცენტმა, გრამი უცხო ენა არ იციან, თუმცა მათთან პირველი ვიზიტის შემდეგ, სასაუბრო ენის გამონახვის მარტივი ხერხი ვიპოვე - ეს არის ფეხბურთი, რომელიც ყველა ენაზე ფეხბურთია.3 დღის განმავლობაში, ვჯდებოდი თუ არა ტაქსში, მყისვე იწყებოდა, „ფუტბოლ, ფენერბახჩე, გალთასარაი, ბეშიქთაშ, არველაძე და ა.შ.“სხვათაშორის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არცერთი „გალას“ ქომაგი მძოლი არ შემხვედრია, შესაბამისად, ჩემი მადრიდიზმის „დამალვის“ საჭიროებაც არ დგებოდა დღის წესრიგში.
აქვე დავამატებ, რომ როდესაც ვეუბნებოდი ჩემს სამშობლოს - „გურჯისტან,“ ადგილობრივი ხალხისგან დიდ პატივისცემას ვგრძნობდი.თითქმის აბსოლიტური უმრავლესობა, ჩემს მიერ წარმოთქმული გურჯისტანის შემდეგ, თავად მეუბნებოდა „შოთა-აჩი, არველაძე.“

ახლა კი, ნება მიბოძეთ, თავად მატჩის დღეზე გადავიდე.გათენებისთანავე, სტამბულის ქუჩები, გალას ფერებში შეიმოსა.სავაჭრო ცენტრებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტებში, თავშეყრის ადგილებში და ყველგან, შეხვდებოდით ქომაგთა ჯგუფებს, რომლებიც სიმღერითა და შეძახილებით იქმნიდნენ განწყობას.

„თურქ ტელეკომ არენსაკენ,“ თამაშამდე 4 საათით ადრე გავემგზავრე.გამომდინარე იქედან, რომ სტადიონამდე მეტროთი უნდა წავსულიყავი, ვარჩიე ადრე მისვლა და სწორედ გალას ფანების წყალობით, წარმატებით მივედი დანიშნულების ადგილზე.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, სტადიონზე მისვლამდე მეგონა, რომ ჩემი ბილეთი გალას ქომაგების სექტორს ეკუთვნოდა, თუმცა როდესაც კონტროლიორთან მივედი, შემდეგი სიტყვა მითხრა: „მოიხსენი გალას „შარფი,“ „რეალის“ ქომაგებში ადიხარ“ - ამ ფაქტმა ძალიან გამახარა, თუმცა გული იმაზე დამწყდა, რომ მოუმზადებელი მიწევდა მადრიდისტებში ასვლა, არანაირი ატრიბუტიკის გარეშე.

მოკლედ, თამაშის დაწყებამდე, თანდათან შეივსო მადრიდისტების ტრიბუნა.თურქების საქებრად უნდა ითქვას, რომ სტადიონზე მაქსიმალურად იყო დაცული უსაფრთხოების ზომები.ამიტომაც თეთრებში გამოწყობილი ბიჭები და გოგონები, საზღვრებს გარეშე ქომაგობდნენ მადრიდისტებს.აღსანიშნავია, რომ იქ თქვენ შეხვდებოდით, უამრავი ქვეყნის წარმომადგენელს.ვგონებ, მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან იყვნენ ჩამოსული მადრიდისტები, მაგრამ გამოსაყოფია, ესპანეთში მცხოვრები არაბი მადრიდისტების გამოჩენა.დაახლოებით 30-მდე მამაკაცმა, სექტორში შემოსვლისთანავე ბანერების გაკვრა დაიწყო.მათგან მოისმენდით იმ სიმღერებსა და შეძახილებს, რომლითაც რეალს ამხნევებენ ბერნაბეუზე.

თამაშის დაწყებისთანავე, თურქი გულშემატკივრები, ცდილობდნენ ჩვენი ხმა გადაეფარათ და ეს კარგად გამოსდიოდათ, თუმცა მე-7 წუთზე, სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა მათ ტრიბუნებზე, ხოლო ჩვენ კი, ბოლო ხმაზე ვიზეიმეთ რონალდუს გოლი.რაც შეეხება მეორე ტაიმს, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.3-მა გატანილმა ბურთმა, თურქებს დიდი სიხარული მოუტანათ.ისინი ეიფორიაში ჩავარდნენ.მართლაც, რომ დიდი სიამოვნება იყო ამის ხილვა.ამ ადამიანებმა ნამდვილად იციან თავისი საქმე და ამისათვის ტაშს ვუკრავ მათ.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ტრიბუნა, იზოლირებული იყო თურქებისაგან.მთელი მატჩის განმავლობაში, როგორც ჩვენ, ასევე ისინი, გამომწვევი და გამაღიზიანებელი ქცევებითა თუ რეპლიკებით ვამკობდით ერთმანეთს, თუმცა ადგილობრივი პოლიციის კარგი მუშაიბის წყალობით, არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

და ბოლოს, შევეცადე ძალიან მოკლედ გადმომეცა იქ განცდილი ემოციები.შეიძლებად ითქვას, რომ სიამოვნების ზენიტში ვიმყოფები.საყვარელი ფეხბურთელების ცოცხალი თამაშის ხილვა, საერთოდ სხვა განზომილება ყოფილა.რჩევას მოგცემთ, როდესაც გაგიჩნდებათ ამის შანსი, არასოდეს თქვათ უარი.გისურვებთ, მალე თქვენც გაგეცადოთ ამგვარი სიამოვნება. ჰალა მადრიდ !!!

პ.ს. სტუმარი გუნდის ქომაგებისთვის განკუთვნილს ტრიბუნაზე, დაახლოებით 20 ქართველი მადრიდისტა ვიყავით.

ნიკოლოზ ჭანიძე (Tchani), სპეციალურად „ჰალასთვის,“ სტამბულიდან dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)