მსოფლიო მედია რონალდუს თამაშზე

მსოფლიო პრესა კრიშტიანო რონალდუს თამაშს გამოეხმაურა.


A Bola და Record პორტუგალიაში მის თამაშზე ასეთ განცხადებას აკეთებენ: ”რონალდომ სტამბულში გადამწყვეტი როლი ითამაშა.” ”კრიშტიანო რონალდუ ”მადრიდის რეალის” ბომბარდირი იყო”. La Gazzetta dello Sport -ს რონალდუ ”მადრიდის რეალის” ლიდერად გამოყავს: ”კრიშტიანო რონალდუმ თავისი მეთერთმეტე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. რონალდუმ გაიტანა და ”მადრიდის რეალი” ნახევარფინალში გავიდა.”

საფრანგეთში და გერმანიაში ასევე შეაქეს ”თეთრების” ფორვარდის თამაში: ”კრიშტიანო რონალდუმ ორჯერ გაიტანა სტამბულშიო და ”მადრიდის რეალს” შეუძლია იმაზე მეტი მადლობა უთხრას რონალდუს, ვიდრე ოდესმე, ვინაიდან ის 11 ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლის მთავარი არქიტექტორია” აცხადებს L'Equipe,, მაშინ როცა  France Football-მა ისტორიუკლი შედეგების დათვლა დაიწყო: ”კრიშტიანო რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირების სიაში მეხუთე ადგილზეა.” ”კრიშტიანო რონალდუ ექსპტრაორდინალური იყო და მან მუსლერა იოზილის გადაცემის შემდეგ მე-9 წუთზე დაამწუხრა”-აცხადებს Kicker.

The Sun-ი აცხადებს: ”რონალდუმ ”მადრიდის რეალი” დამატებით წუთზე იხსნა, როცა მან თავისი მეორე გოლი გაიტანა გუშინდელ საღამოს.” UEFA.com -მა ასევე შემოგვთავაზა გუშინდელი შეხვედრის მიმოხილვა: ”კრიშტიანო რონალდუმ ფინალს დაუმიზნა”

ესპანეთში კი რონალდუს აქებენ: ”გადამრჩენელი კრიშტიანო, ძალზედ გადამრჩენელი” (ABC);"კრიშტიანო რონალდუმ გააჩერა ყველაფერი, მათ შორის ის აზრები, რომლებიც ხალხში მუსირებდა.” (El Pais); ”კრიშტიანუმ ისინი გადაარჩინა” (La Razón). ”კრიშტიანუ მეათეს იცავს” (La Gaceta).

ევროპის მიღმა კი აცხადებენ: ”ყველაფერი შენია კრიშტიანუ” ამბობს არგენტინული Olé.. ა.შ.შ-ში ESPN-ი აცხადებს: ”კრიშტიანომ მეთერთმეტე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე წლევანდელ სეზონში.” dle 10.1

  • Shvela
  • 10 აპრილი 2013
  • 2036
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)