ჩაბი: „ქომაგებს მეათე თასი უნდათ“

„ბერნაბეუს“ მაღაზიაში, ჩაბი ალონსო ქომაგებს შეხვდა.ბასკმა ნახევარმცველმა, ქომაგებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის.მას ბევრი ფოტოს გადაღება და უამრავი ავტოგრაფის დარიგება მოუხდა.


„მხიარული დღე გამოდგა.ადამიანები მოდიოდნენ და მაისურებსა თუ სხვა აქსესუარებზე, ავტოგრაფს მთხოვდნენ.აღსანიშნავია, რომ ქომაგთა უმრავლესობა მოგვიწოდებდა ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტიტულის მოპოვებისაკენ.“

„პრიმერა დივიზიონში ჩვენი სიტუაცია იდეალურისაგან ძალიან შორსაა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, თითოეული მატჩის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ.“

„რამდენიმე წლის წინ, მეც ანალოგიურად მივდიოდი საყვარელ ფეხბურთელთან სურათის გადასაღებად და ავტოგრაფის მოსაპოვებლად.როდესაც ამდენი ადამიანი დავინახე, თავი ბედნიერად ვიგრძენი.ვამაყობ ამით.“

„სარაგოსა“ არასახარბიელო პერიოდს განიცდის.მათ პრობლემები აქვთ, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, სტუმრად თამაში, არცერთ სტადიონზეა ადვილი.“

„მადრიდში ყველანი ფინალში გასვლაზე ვფიქრობთ, თუმცა მანამდე რამდენიმე ეტაპის დაძლევაა საჭირო.ოთხშაბათს, „გალათასარაის“ დამარცხებისთვის ვემზადებით.ვგონებ, დიდებული ატმოსფეროს ფონზე, ჩვენ ამას შევძლებთ.“

Realmadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)