გუნდოგანი – ჩაბი ალონსოს შემცვლელი?

კლუბი ჩაბი ალონსოს შემცვლელს ეძებს...


შეგახსენებთ, რომ ბასკი ნახევარმცველი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს, რომელიც 2014 წლის ზაფხულში იწურება. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ალონსო "თეთრების" ბანაკს დატოვებს, როგორც თავისუფალი აგენტი 2013/14 წლების სეზონში.

მადრიდელების ყურადღების ცენტრში მოექცა დორტმუნდის "ბორუსიისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ილკაი გუნდოგანი. 22 წლის მოთამაშე იურგენ კლოპის გუნდის ლიდერია და ექსპერტთა აზრით, იგი ჩაბი ალონსოს ჩაანაცვლებს.

გუნდოგანი "ბორუსიაში" 2011 წელს გადავიდა. გერმანელებმა იგი ნური შაჰინის ჩანაცვლებისთვის შეიძინეს, რომელიც იმავე წელს "ბლანკოსის" ფეხბურთელი გახდა.

გარდა ამისა, დორტმუნდის "რვიანი", როგორც ახალი ჩაბი ალონსო, არც ისე ძვირად არის შეფასებული – 20 მილიონი ევრო.

თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, კიდე ერთხელ დამტკიცდება "რეალისა" და "ბორუსიის" შესანიშნავი ურთიერთობა. გარდა ამისა, გერმანელებს შეუძლიათ გამოისყიდონ ნური შაჰინი 5,5 მილიონ ევროდ, რომელიც ჯერ კიდევ "სამეფო კლუბის" ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ იჯარის წესით "ბორუსიაშია" განათხოვრებული. ამან კი, შეიძლება უფრო დააჩქაროს გუნდოგანის "გამადრიდელება".

დორტმუნდში ილკაის ყოველწლიურად 1,5 მილიონი ევრო აქვს ხელფასის სახით.

წყარო: Marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)