რამოსი: „ლიგის მოგება ერთ-ერთი უდიდესი ოცნებაა“

სამეფო კლუბის დაცვიის ბურჯმა, სერხიო რამოსმა, UEFA-სთან, სამეფო კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.


- ბოლო დროს, სამეფო კლუბმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ასპარეზობა.თქვენი აზრით, „რეალის“ ტოპ-ფორმაში დაბრუნების საიდუმლო რაში მდგომარეობს?
- სეზონის უღიმღამოდ დაწყების შემდეგ, გუნდმა ერთიანად მოიკრიბა ძალები.ოპტიმიზმისა და ამბიციების წყალობით, კვლავ მოვახერხეთ თამაშში დაბრუნება.რა თქმა უნდა, ჯერ გარანტირებული არაფერია, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას.სწორედ ამის შედეგია ფინალის საგზურის მოპოვება, ესპანეთის თასზე.

- ჩემპიონთა ლიგაზე „რეალისა“ და „გალათასარაის“ გზები გადაიკვეთა.როგორ შეაფასებთ მეტოქეს?
- ვფიქრობ, ისინი დამსახურებულად იმყოფებიან ტურნირის ამ სტადიაზე.ბევრი მიიჩნევს, რომ „რეალის“ კენჭყისყრის შედეგებიდან გამომდინარე გაუმართლა, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.„გალა“ საკმაოდ სიმპატიური, ძლიერი გუნდია, ახალი ტრანსფერების გათვალისწინებით.სნეიდერი და დროგბმა მსოფლიოს დონის მოთამაშეები არიან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შედეგი მოაქვს კოლექტივს და არა ინდივიდს.აქედან გამომდინარე, სათანადოდ უნდა შევაფასოთ თურქული კლუბი.ვიმედოვნებ, რომ სახლში გოლს არ გავუშვებთ, ხოლო სტუმრად კი გავიტანთ.

- „მანჩესტერთან“ დაპირისპირებაში, ავტო გოლის შემდეგ, უეცარ სიკვდილს გადაიტანდით.ფეხბურთელი როგორ ახერხებს კონცენტრაციის აღდგენას, მსგავსი ფაქტის დადგომის შემთხვევაში?
- დიდი შეცდომის დაშვების შემთხვევაში, არ გაქვს უფლება დაკარგო კონცენტრაცია.დღეს ჩემი აქყოფნა იმის დამსახურებაა, რომ მტკიცე ხასიათი მაქვს.როდესაც მსგავსი ფაქტის წინაშე დადგები, ცრემლის ღვრა არ უნდა დაიწყო.ჩემი მენტალობიდან გამომდინარე, რთული მომენტის გადალახვა მოვახერხე.ყოველთვის ვცდილობ, რომ გუნდსაც პოზიტივი დავანახო.

- 26 წლის ასაკში, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე, ბევრი ტიტულის მფლობელი გახდით.რა მოხდება მას შემდეგ, თქვენს მიღწევებს, ჩემპიონთა ლიგის თასიც რომ მიემატოს?
- ეს ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნებაა კარიერის ამ ეტაპზე.ვფიქრობ, ყველა რესურსუ გავაჩნია იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მოვახერხოთ ამის გაკეთება.

Realmadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (177)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)