ოზილს მეტი გოლის გატანა სურს

მადრიდის რეალის გამთამაშებელმა მესუთ ოზილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და მიმდინარე სეზონი შეაფასა.


”მადრიდის რეალში გადასვლის შემდეგ ფიზიკურად მოვძლიერდი, რაც თავისმხრივ თამაშის ხარისხზე დადებითად აისახა, რადგან უფრო მეტს ვმოძრაობ მოედანზე.”

”კვლავ სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთისგან, რაც გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ თეთრი მაისურის მორგების შემდეგ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ახლა სიამოვნებასთან ერთად პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ.”

”რა თქმა უნდა არის ასპექტები, რომლის გაუმჯობესებასაც ვისურვებდი, მაგალითად მინდა უფრო მეტი გოლი გავიტანო. მეტოქეთა კარის დალაშქვრა ჩემი პირდაპირი მოვალეობა არ არის, რადგან გამთამაშებელი ვარ და ძირითადად შეტევის ორგანიზება მევალება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გოლის გატანა არ უნდა ვცადო. აქვე მინა ისიც აღვნიშნო, რომ გოლის გატანაზე არანაკლები სიამოვნებაა საგოლე გადაცემის გაკეთება, როდესაც ერთი პასით მთელ დაცვას გაჭრი და შენს თანაგუნდელს მეკარესთან პირისპირ ტოვებ.”

მიმდინარე სეზონში მესუთ ოზილმა ლა ლიგაში 25 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, რაც შეეხება საგოლე პასებს მან პარტნიორები 11-ჯერ ახეირა და ლა ლიგას საუკეთესო ასისტენტებში მეორე ადგილს იკავებს, პირველ ადგილზე კი 13 პასით ანდრეს ინიესტაა. დარჩენილ ტურებში მესუთს აქვს შესაძლებლობა სეზონის საუკეთესო ასისტენტის ტიტული მოიგოს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მას სულ რაღაც 1 შედეგიანი გადაცემით ჩამორჩება ლიონელ მესი, რომელიც 10 ასისტით მესამე პოზიციას იკავებს. dle 10.1

  • SunSay
  • 22 მარტი 2013
  • 1734
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)