მადრიდის რეალი ალონსოს შემცვლელს ეძებს

სამეფო კლუბი უკვე წლებია, რაც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციას ამაგრებს, მაგრამ ალონსოს მოსვლამდე ვერაფრით ვერ მოახერხა ამ პოზიციაზე სათანადო ფეხბურთელის მოძებნა. ჟურნალისტების ჭორებს თუ დავუჯერებთ, ბასკი მოთამაშე კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს, იმასაც ამბობენ, რომ ის ხოსეპ გვარდიოლას წინადადებამ მოხიბლა და ბუნდესლიგაში გადაბარგებას შეეცდება, სადაც შვაინშტაიგერს შეუწყვილდება.


სამეფო კლუბს კი თურმე ისღა დარჩენია, რომ ახალი კანდიდატები მოიძიოს, სერხიო რამოსი ბუსკეცს უმიზნებს და ცდილობს სამეფო კლუბის ხელმძღვანელობის ყურამდე მიიტანოს ინფორმაცია, რომ მისი შეძენა რეალს არ გაუჭირდება (სერხიომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მესის ან ინიესტას შეძენას რეალი ვერასოდეს შეძლებს, ბუსკეცი კი სხვა საქმეა მისი გადაბირება სამეფო კლუბისთვის რთული იქნება მაგრამ არა შეუძლებელიო). თავისმხრივ ბარსელონელი ნახევარმცველიც ეპატიჟება მადრიდელთა ოთხიანს კატალონიაში, მაგრამ ყველამ იცის, რომ არც ერთი ტრანსფერი სავარაუდოდ არ შედგება.

ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა თურმე ბუსკეცის შეძენას კი არ გეგმავს, არამედ მარკო ვერატის, რომელიც ამჟამად პსჟ-ს ღირსებას იცავს და სულ რაღაც 20 წლის არის. მას იტალიასა და საფრანგეთში ახალ პირლოს უწოდებენ, რაც ყველაზე მთავარია ახალგაზრდულ ასაკში მან მოახერხა და დაიმკვიდრა ისეთი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი, როგორიც პარის სენტ ჟერმენია. ამ გუნდის სიძლიერისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ვარსკვლავებით გადაბრდღვიალებული კი არის და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და თან სასტარტო შემადგენლობაში ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის იმაზე მეტყველებს, რომ მთლად უნიჭო არ უნდა იყოს და ახალი პირლო თუ არ გამოვა მისგან, თავის სათქმელს მაინც იტყვის მსოფლიო ფეხბურთში.

მისი შეძენა კი მარტო მადრიდის რეალს კი არა, იტალიურ გრანდებს: მილანს და იუვენტუსსაც ნდომებიათ. ასე რომ ჟურნალისტები სამეფო კლუბს მარტოობისთვის არ წირავენ და ზაფხულში სერიოზულ, ხელჩართულ ბრძოლას გვპირდებიან იტალიელი ვუნდერკინდისათვის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 7 და საფრანგეთის ჩემპიონატის 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აქვე ისიც მინდა მოგახსენოთ, რომ ვერატიმ განაცხადა ბექჰემის საიდუმლო უნდა ვისწავლო და სანამ აქ არის ეს შანსი უნდა გამოვიყენოო. ვნახოთ რამდენად დაუმეგობრდება ბექსი ახალგაზრდა იტალიელს და შეუწყობს თუ არა ხელს მის ტრანსფერს მადრიდის რეალში.

მოკლედ ასეთია ჟურნალისტების მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული ინფორმაცია, დავიჯეროთ თუ არა? ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტია... dle 10.1

  • SunSay
  • 21 მარტი 2013
  • 2739
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)