პელეგრინი:"ჩვენ მოგება გვეკუთვნოდა"

მანუელ პელეგრინი კმაყოფილია თავისი შეგირდების გარჯით და დარწმუნებულია, რომ "რეალს" ამიერიდან გაცილებით კარგად წაუვა საქმეები.


"ჩვენ ქულა მოვიპოვეთ მსოფლიოს ერთ–ერთ უძლიერეს გუნდთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ გამარჯვება არ გვეკუთვნოდა. დარწმუნებული ვარ მოგება დავიმსახურეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ არ გაგვიმართლა. მიუხედავად ამისა, არ შეგვიძლია წარუმატებელ შედეგად ჩავთვალოთ "მილანთან" ყაიმი."

"არავითარი კითხვები არ მაქვს მსაჯის გადაწყვეტილებებთან მიმართებაში. პირველ ტაიმში არაჩვეულებრივად ვიასპარეზეთ, 16_ჯერ დავარტყით კარის მიმართულებით, რაც უმაღლესი დონის შედეგიანობაა. მოედანზე დომინირება გვქონდა გადაწყვეტილი, გამოგვივიდა კიდევაც, მაგრამ მატჩი სასურველი შედეგით ვერ დავასრულეთ. "მილანი" ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია და მან ეს გუშინაც დაგვიმტკიცა, ერთი შეცდომა დაუშვა დაცვამ და ისიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ. ჩვენ გაცილებით ბევრი გოლის გატანის შანსი გვეპყრა ხელთ, მაგრამ ვერ გავიტანეთ გადამწყვეტი გოლი, მარსელოს და რაულის დარტყმები უნდა გასულიყო..."

"მე კარგად დავინახე ჩემი ბიჭების მონდომება და ამას ძალიან ვაფასებ... ყველაზე კარგი ისაა, რომ ლა ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც ლიდერები ვართ. პატარ–პატარა შეცდომები კი გვქონდა, მაგრამ ადრინდელთან შედარებით შესანიშნავი მატჩი გამოგვივიდა. იტალიელებს არაჩვეულებირივი დაცვის ხაზი ჰყავს, მიუხედავად ამისა უამრავი ხელსაყრელი მომენტი გვქონდა, ეს კი მადრიდისტების კარგ თამაშზე მიგვანიშნებს."

"ეხლაც ვიმეორებ, რომ გვეკუთვნოდა გამარჯვება, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია კიდევ ერთხელ. გაუმართლებლობა დასჩემდა სამეფო კლუბს ამ ბოლო დროს, რაც იმედია მალე შეწყდება."

"მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა თერთმეტმეტრიანი გაგვიტანეს, ეს კი ფორტუნაა... ჩვენი წინ გასვლის შემდგომ ძალიან მიზერული შანსები ჰქონდა მოწინააღმდეგეს, რაც ძალიან სასიამოვნოა."


ავტორი: Kevlisha

ინფომრაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • kevlisha
  • 4 ნოემბერი 2009
  • 2663
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (228)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)