ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ

მიმდინარე კვირის პირველი სამწვრთნელო ვარჯიშის შემდეგ ჟოზე მოურინიომ გაანალიზა ”მადრიდის რეალის” ამჟამინდელი სათმაშო მდგომარეობა. ის, როგორც ყოველთვის პირდაპირი და მართალი იყო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის მეოტხედფინალზე, სადაც ისინი ”გალათასარაის” დაუპირისპირდებიან, ასევე კოპა დელ რეის გასამართ ფინალზე ”მადრიდის ატლეტიკოს” წინააღმდეგ. ”ბარსელონასა” და ”მანცესტერ იუნაიტედის” დამარცხებაზე, ”მადრდის რეალის” შანსებზე ლა ლიგაში, მის წინასწარ გრძნობებზე სეზონის ბოლოსკენ და ასევე ეხლა გასამართ ამხანაგურ შეხვედრებზე. ”სტამბულში ისე უნდა ჩავიდეთ, რომ პირველ შეხვედრაში უპირატესობა გქვონდეს, ”მადრიდის რეალისთვის” მეოთხედფინალში გასვლა არაფერს არ ნიშნავს და ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ. კოპა დელ რეის ფინალი ყველასთვის განსაკუთრებული იქნება.” - განაცხადა ”მადრიდის რეალის” მთავარმა მწვრთნელმა Realmadrid.com და Realmadrid TV-სთან ექსკლუზიურად ჩაწერილ ინტერვიუში.


წინა კვირას თქვენ თურქეთში წახვედით ”გალათასარაის” თამაშის სანახავად. რას იტყვით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრაზე?

მათ ჩემპიონთა ლიგის მეოტხედფინალში არაერთხელ უთამაშიათ და არის ერთადერთი რამ, რაც ყველამ უნდა იცოდეს. გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შემთხვევით არასდროს არ ხდება და ამის მიზეზი არსებობს. ”გალათასარაი” აქ მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ ჯგუფური ეტაპი კარგად გაიარა, არამეს იმიტომაც , რომ 1/8 ფინალიც მშვენივრად ითამაშა. ესაა ტურნირი, რომელსაც ბევრი გუნდი იწყებს, მაგრამ ეხლა მხოლოდ და მხოლოდ რვა მათგანია დარჩენილი და ეს გუნდები აქ შემთხვევით ნამდვილად არ მოხვედრილან. აქედან გამომდიანარე კენჭისყრას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ყველა ძლიერია და არჩევნის გაკეთების საშუალებაც არ გექნება. მიუხედავად იმისა, ვინ შეგხვდება, მიუხედავად შენი მეტოქის განსხვავებული სტატუსისა, ყოველთვის ფიქრობ და იცი, რომ წინ ძალზედ რთული დაპირისპირება გელის. სწორედ ამიტომაც ვიყავი მე მშვიდად. ჩვენ ”გალათასარაი” შეგხვდა , ერთ-ერთი ჩემპიონი. წელს ჩემპიონებთან დაპირისპირების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით და ეს მეოთხე მათგანი იქნება, ”მანცესტერ იუნაიტედის” გამოკლებით. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით და ვფიქრობდით პოტენციურ მეტოქეებზე, მათ განვლილ გზას ვაკვირდებოდით და იმ ხალხს ვაგზავნითი მათი თითოეული თამაშის სანახავად, ვინც ჩემთან მუშაობს და ვისაც ეს ევალება. მე უკვე ხელში მიჭირავს გარკვეული ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამბობს, თითქოსდა არ მიყვარს მუშაობა. ამას ამბობენ მაშინ, როცა ჩემი შვილის სამწვრთნელო პროცესს ვესწრები. მე მართლა არ მიყვარს, როცა თავისუფალი დრო მრჩება. მიყვარს მუშაობა. ასე რომ კვირას, როცა ყველანი ისვნებდნენ, მე თურქეთში წავედი და ვნახე ის, რასაც მოველოდი: იმ ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ჩემპიონთა ლიგა და გუნდი, რომელსაც ყავს ორი ფეხბურთელი, რომლებსაც ეს ჩემპიონატი მოგებული აქვთ. დროგბასა და სნეიდერზე ვლაპარაკობ. ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო კლუბებში გამოდიოდნენ, როგორიცაა მაგალიტად ებუე ”არსენალიდან”, ფელიპე მელო ”იუვენტუსიდან”, რიერა ”ლივერპულიდან” და მუ.ს.ლერა ”ლაციოდან”...ამ ხალხმა იცის, რასაც ნიშნავს ამ დონეზე თამაში და მათ უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ. გარდა ამისა, მათ ყავთ მწვრთნელი, რომელიც საუკეთესოა თურქეთში და რომელსაც უმუშავია იტალიაში. ამას ყველაფერს კი ემატება ის მხარდაჭერა, რომელიც სხვა გუნდებს არ აქვთ. ვფიქრობდით, რომ ”დორტმუნდი” და ”მანჩესტერ იუნაიტედი” უფრო რთული იქნებოდა, მაგრამ ეს მართლაც ურთულესი შეხვედრა იქნება. ისინი სტამბოლიდან 700 კილომეტრის მოშორებით თამაშობდნენ და მიუხედავად ამისა, მათ გვერდით 15 000 ”გალათსარაის” გულშემატკივარი იყო. ეს რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ პირველი შეხვედრიდან რამე პოზიტიურის გამოტანა უნდა შევძლოთ, ისეთი რამის, რომელის გაკეთებაც ”მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ვერ მოვახერხეთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ ჩასვლა გარკვეული უპირატესობით მოგვიწევს.


და დროგბა კვლავინდებურად დროგბაა...

დროგბა უფრო მეტია, ვიდრე დროგბა. თქვენ მომეცით საშუალება მეთქვა, რომ ის , რასაც პრესაში ხედავთ და კითხულობთ მე დიდად არ მაღელვებს, ვინაიდან დროგბამ იცის, თუ ვინ ვარ მე და რასაც ვგრძნობ მის მიმართ ჩემს გულში, მაგრამ ხალხმა უნდა დაიჯეროს ის, რასაც ეხლა ვიტყვი. აი , რა მოხდა სინამდვილეში: მე წავედი თურქეთში. ვმუშაობ, ვუყურებ მატჩს. თამაშის დასრულების შემდეგ მოვდივარ და მხვდება ჩემი გამონათქვამი, სადაც დროგბაზე ცუდ რამეებს ვიძახი. არ ვიტყვი იმას, რომ ის ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია, ვინაიდან ძალიან ბევრ მართლა განსაკუთრებულ ფეხბურთელებთან მომიწია ურთიერთობა, მაგრამ მე რომ ერთი არჩევნის შანსი მქონდეს, მე მას ავირჩევდი. როგორც ფეხბურთელი, ის მსოფლიოში საუკეთესოა. ვისურვებდი, რომ ის ჩემს მხარეს თამაშობდეს. ასე რომ ამის შემდეგ ეს ხომ წარმოუდგენელია, რომ მე რამე ცუდი მეთქვა დროგბაზე. მაგრამ ამავდროულად, პრესაში ასეთი რამეები ხშირად იბეჭდება და იწერება. არანაირი პრობლემა არაა, ვინაიდან მან კარგად იცის, რომ ყველაზე ბოლო რამ, რისი თქმაც მე მასზე შემიძლია, არის ის, თითქოს მასთან ცუდი ურთიერთობა მაკავშირებს. ემ მიმუშავია მასთან, სნეიდერთან, ალტინტოპთან და ეს ძალიან სასაცილო იყო. მან მე თამაშის დაწყებამდე ”გალათასარაის” გასახდელში ჩამიყვანა. თხუთმეტი, თუ ოცი წუთი ”გალათასარაის” გასახდელში ვიყავი და ვესაუბრებოდი ჩემს ყოფილ შეგირდებს. ასეთი რამ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ადამიანთან მართლაც კარგი ურთიერთობა გაქვს და მე ამით ბედნიერი ვარ.

ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ


მეოთხედფინალში გასასვლელად თქვენ გზაზე ”მანჩესტერ იუნაიტედს” გადაეყარეთ. ”ოლდ ტრაფორდში” ჩახვედით და შეძელით ამის გაკეთება.

ეს ძალზედ რთული კვირა იყო. კვირა, რომლის მანძილზეც შესაძლებელი იყო ორმაგად მტკივნეული და უარყოფითი შედეგი დაგვეფიქსირებინა ერთი მხრივ ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვით და მეორე მხრივ კოპა პელ რეიდან გამოვარდნით. ბევრი არ ელოდა ამას და იმედები წინასწარ ქონდათ გაცრუებული, მაგრამ ჩვენ ყველაფერს კარგად გავართვით თავი. ძალიან ძნელი იყო მანჩესტერში თამაში და როგორც ხშირად ხდება, უფრო სწორად, როგორც ყოველთვის ხდება, იყო ბევრი ადამიანი, ვინც ფიქრობდა, რომ ჩემი საქმის შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე მე თავად. არის ხალხის კატეგორია, რომლებიც ფიქრობენ , რომ შეუძლიათ ჩემი გაანალიზება, შეუძლიათ თავში ჩამიძვრნენ და გაიგონ ყველაფერი ის, რასაც მე ვაკეთებ, მაგრამ მათ მართლა არ იცოდნენ და არ იციან, რის გაკეთებას ვცდილობდი იმით, რაც თამაშის დასრულების შემდეგ ვთქვი. სიმართლე გითხრათ, ეს მე ძალიან არ მაღელვებს. ის, რის გაკეთებასაც მე ვცდილობდი იმ დროს, არის ის, დამერწმუნებინა ჩემი გუნდი და ჩემი შეგირდები, რომ ჯერ არაფერი არ მორჩენილა და წინ დიდი გზაა, რომ ჯერ არაფრისთვის არ მიგვიღწევია და რომ ესაა ბოლო შეხვედა, რომ უკანასკნელ წუთებზე სხვანაირად უნდა მოგვეხდინა თამაში კონტროლი და რომ არ მიყვარს, როცა ჩემი გუნდიდან გოლკიპერს ასახელებენ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. მართალია, გოლკიპერი მოედანზე სწორედ ამისთვისაა, მაგრამ არ მომწონს და არ მიყვარს, როცა ჩვენი გოლკიპერი ხდება მატჩის საუკეთეს მოთამაშე მაშინ, როცა მოედანზე ერთი ფეხბურთელით მეტი გვყავს. მე მინდოდა, რომ გუნდს მთელი შეხვედრა მშვიდად გაეკონტროლებინა და არ მომეწონა ის, რაც ვიხილე, მაგრამ ”მანჩესტერ იუნაიტედი” სწორედ ასეთი გუნდია და ჩემმა ფეხბურთელებმა თამაშის დასრულების შემდეგ თქვეს, რომ ადვილი არ იყო და მე ეს გავიგე. ყველამ იცის ”ფერგის დროს” შესახებ, რომელიც ”ოლდ ტრაფორდზე” ”მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ ჩატარებული შეხვედრების უკანასკნელი ხუთი-ათი წუთია. რომლის დროსაც წლების მანძილზე ფერგიუსონი და მისი ბიჭები ისტორიულ ”ქამბექებს” აკეთებდნენ, რომელიც დაფუძნებულია მონდომებსა და მათ გულშემატკივრებთან კავშირზე. აი, ამიტომაც არ იყო ადვილი. ეს დიდებული გამარჯვება იყო, მაგრამ ”მადრიდის რეალი” არასდროს არ უნდა იყოს გახარებული მეოთხედფინალში გასვლით და მუდამ წინ უნდა იყურებოდეს. სწორედ ამიტომაც არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და სწორედ ამიტომაც ვფიქრობთ ამჯამად უკვე ნახევარფინალზე.


თქვენ კოპა დელ რეის ფინალში ხართ. იქ მოსახვედრად ნახევარფინალში ”ბარსელონას” ”კამპ ნოუზე” დამარცხება დაგჭირდათ.

პირველ შეხვედრაში კარგი შედეგი გვქონდა. სახლში გამართულ შეხვედრაში რთულ სიტუაციაში ვიყავით. ”ვალენსიას” წინააღმდეგ ჩატარებულმა შეხვედრამ დი მარია და ფაბიო მოგვისაკლისა წითელი ბარათების გამო. სერხიო რამოსს დისკვალიფიკაცია მისცეს, ვინაიდან ყვითელი ბარათები დაუგროვდა და არ ვიცოდი, როდის შეძლებდა ის თამაშს. ძალიან რთული სიტუაციით შევხვდით ამ შეხვედრას და ვფიქრობდი, რომ ”ბარსელონას” ქონდა საშუალება ყველაფერი პირველივე შეხვედრაში დაესრულებინა. კარგად ვითამაშეთ, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და მეორე შეხვედრისთვის კარგი შედეგი დავაფიქსირეთ. ამის შემდეგ, განმეორებით შეხვედრაში, ბრწყინვალედ გავისარჯეთ. გუნდი შეუდარებელი იყო და დავიმსახურეთ ჩვენი ადგილი ფინალში. ფინალში, რომელიც მადრიდულ გუნდებს შორის მადრიდში გაიმართება, რაც დიდი ხნის მანძილზე არ მომხდარა. აი , ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის დიდებული დღე იქნება.

ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ


გუნდმა 33-დან 28 ქულა აიღო ლა ლიგაში. მან ”სელტა”, ”ვალენსია” და ”ბარსელონა” გამოთიშა კოპადან. ჩემპიონთა ლიგაში ”მანჩესტერ იუნაიტედი” გამოაგდეთ. რამდენად შეიძლება ითქვას , რომ კარგი სტარტი გაქვთ ამ წელს?

ლა ლიგასთან დაკავშირებით , უკვე საკმაოდ გვიანია. მე ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ლა ლიგის შეხვედრები ფორმის შესანარჩუნებლად და უფრო მეტად გაუმჯობესებისთვის უნდა გამოვიყენოთ იმ ტურნირებისთვის, რომლის ბედიც ჩვენს ხელშია, ვინაიდან ლა ლიგა დიდი ხანია დაკარგულია და დათმობილი გვაქვს. საკითხებს დადებითად და პოზიტიურად ვუდგებით. უნდა ვეცადოთ, რომ გამარჯვებისთვის ვითამაშოთ, ამ მხრივ გამოვიყენოთ შემადგენლობა იმისთვის, რომ ყველანი კარგ ფორმაში იყვნენ და არავინ არ იყოს გადამწვარი. ვეცადოთ მეორე ადგილზე გავიდეთ და მეტოქეს იმდენად მივუახლოვდეთ, რამდენადაც შევძლებთ. ამით იმ უმნიშვნელოვანეს რამეს მივაღწევთ, რასაც ქვია ჩვენი გუნდის საკვანძო ფეხბურთელების კარგი სათამაშო ფორმა იმ თამაშებისთვის, რომლებიც წყვეტენ ტიტულის ბედს. მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა და იმის ცოდნისა, რომ ”მადრიდი რეალი” მუდამ ბოლომდე იბრძვის, მინდა ვთქვა, რომ ლა ლიგის მოგება ჩვენ არ შეგვიძლია.


გუნდის გულშემატკივრები გრძნობენ, რომ თქვენ ყველაფერს სწორად და ძალიან კარგად აკეთებთ...

არ ვიცი, არიან თუ არა გულშემატკივრები გახარებული. არ ვიცი , იქნებიან თუ არა ისინი სეზონის ბოლოს იმედგაცრუებულები.

წინ მორიგი ეროვნული ნაკრებების თამაშებისთვის განკუთვნილი შეხვენება გველის. როგორ უყურებს ამ საკითხს ჟოზე მოურინიო?

ეს რთულ დროს დაემთხვა ფეხბურთელებისთვისაც და ჩეთვისაც. ისინი არ იქნებიან ჩემთან და მათ ორი მატჩის გამართვა მოუწევთ. გარდა ბრაზილიისა, თითოეული მათგანის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში კვალიფიკაციისთვის იბრძვის, ასე რომ ხუმრობის დრო ნამდვილად არ არის, მათ აუცილებლად სჭირდებათ გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად. ეს მათთვის უმნიშვნელოვანესია და ვიზიარებ მათ მიდგომას, ვინაიდან როცა საქმე კვალიფიკაციას ეხება არანაირი სჯა-ბაასის დრო არ არის. მე აქ დავრჩები და ვინც მყავს იმათთან ვიმუშავებ. ჩვენთან ერთად იქნება ”მადრიდის რეალ ც” და კარგადაც გავერთობით , რაც ბიჭებისთვისაც კარგი იქნება, მაგრამ ამავდროულად ეს დაძაბული მოლოდინის პერიოდია, ვინაიდან არ იცი, რა მდგომარეობაში დაბრუნდებიან ფეხბურთელები. იმედი გვაქვს, მათ ყველაფერი წესრიგში ექნებათ, ვინაიდან წინ ”სარაგოსა” და ”გალათასარაი” გველის, რომელზეც ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენის ბედი იქნება დამოკიდებული.

ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ


გუნდი ამ მატჩებს საკმაოდ ძლიერი ხვდება, ასე არ არის?

მათ შესანიშნავ სათამაშო ფორმაში დაგვტოვეს, მაგრამ ვნახოთ რა მდგომარეობაში დაგვიბრუნდებიან. არასდროს არაა ადვილი, როცა ისინი ბრუნდებიან, ვინაიდან ფეხურთელები ეროვნული ნაკრების შეკრებიდან ბრუნდებიან და იქ მათ განსხვავებული სამწვრთნელო მეთოდები აქვთ. ზოგიერთი იმას აკეთებს, რასაც მიჩვეულები არ არიან, სხვებს ის სამუშაოები აკლიათ, რასაც აქ აკეთებენ. ეს არ არის ადვილი, მათ ხომ სამი-ოთხი დღის შუალედში ორი შეხვედრის გამართვა უწევთ. ვნახოთ როგორ მდგომარეობაში დაგვიბრუნდებიან, იმედი ვიქრონიოთ, რომ კარგ ფორმაში იქნებიან.

რა გრძნობა გეუფლებათ სეზონის მიწურულისკენ?

თიტოეული მატჩისთვის ერთნაირად ვემზადები. არ არის ისე, რომ კოპას ფინალისთვის სხვანაირად ვემზადებოდე, ვიდრე ”სარაგოსას” წინააღმდეგ შეხვედრისთვის. ანალოგიურად ვემზადები. გამარჯვება ორივე შემტხვევაში თანაბრად მინდა და ვეცდები რომ ფეხბურთელებიც ანალოგიურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ მიწურულისთვის შენს უკან არის რაღაც, რაც გეხმარება საკუთარი თავის გაკონტროლებაში ან რაც კონტროლს გაკარგვინებს და უფრო მეტ მოტივაციას გმატებს ან პირიქით, გიკარგად მოტივაციას. ვიცით, რომ კოპას ფინალში ტასი გველოდება, ხოლო მეოთხედინალში კი იცი, რომ წინ ფინალი გელის. ლა ლიგაში, ამ მომენტისთვის ჩვენ თითოეული ფეხბურთელის და ”მადრიდის რეალის” პირადი პრესტიჟისთვის ვთამაშობთ, მაგრამ არა ტიტულისთვის. არ მიყვარს საკუტარი თავის დარწმნება იმაში, რის მიღწევაშიც ყველაზე ძლიერი მოტივაციაც კი ვერ დამეხმარება. ლა ლიგაში ყველა მატჩის მოგებით კანდიდატები ვართ, მაგრამ ამ ტიტულის მოგების კანდიდატები ნამდვილად არ ვართ. უნდა ვეცადოთ, რომ ყველანი გავერთიანდეთ, ვენდოთ ერთმანეთს და ვიყოთ ძლიერ მოტივირებულნი, ვინაიდან კოპა დელ რეის ფინალი და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი გვაქვს სათამაშო.

გილოცავთ წმინდა ჟოზეფის დღეს და ასევე დამატებით გილოცავთ მამების დღეს.

ვულოცავ ყველა მამას

ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ
dle 10.1

  • shvela
  • 20 მარტი 2013
  • 3076
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)