ალფრედო რელანო ”მადრიდის რეალზე”

ალფრედო რელანომ თავისი აზრი გამოთქვა ”მადრიდის რეალზე”.


”მალიორკასთან” გამართულ შეხვედრაში პირველ ნახევრის ბოლოსთვის ”მალიორკა” წინ იყო, ხოლო შეხვედრა კი მისი განადგურებით დასრულდა. ამის უამრავი მიზეზი არსებობდა, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესას მე მაინც პეპეს პოზიციის ცვლილებას დავასახელებდი. პირველი ნახევარი მან მოედნის ცენტრში გაატარა, სადაც მას არაერთხელ მოუწია თამაშმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მაინც ვერ გახდა მისთვის მშობლიური პოზიცია. მეორე ნახევარში პეპე დაცვის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ის თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. სერხიო რამოსი დაცვის მარჯვენა ფლანგზე გადავიდა და მოედნიდან გასული ალვარო არბელოას პოზიცია დაიკავა, რამაც მისცა პეპეს საშუალება დაცვის ცენტრში გადასულიყო და ამით მოედნის ცენტრი მესუთ იოზილისთვის დაეთმო. ამის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად განვითარდა. ”მადრიდის რეალმა” სწრაფად მოახერხა სამი გოლის გატანა, რითაც ”მალიორკას” მატჩის სათავისოდ შემოტრიალების ილუზია სრულიად დაუკარგა. ბოლო დანა მეტოქეს კარიმ ბენზემამ ჩაარტყა, რომელიც მოედანზე ალვარო მორატას ნაცვლად გამოჩნდა. ამ გატანილმა გოლმა ფრანგი მორიგ კრიტიკას გადაარჩინა, რომელსაც ის იმსახურებდა ნაჩვენები უსახური თამაშის გამო.

თავად პეპეს მოედნის ცენტრში გამოყენეის იდეა, სავსებით ლოგიკურ შინაარს ატარებს თავის თავში. ამ მხრივ, ჟოზე მოურინიო ცდილობდა ერთი მხრივ შანსი მიეცა ყოველდღიურად პროგრესირებადი რაფაელ ვარანესათვის, ხოლო მეორე მხრივ მიეცა დრო პეპესთვის. მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ცენტრალური ნახევარცველის პოზიციაზე თამაშის უნარი და ცენტრალურ ნახევარმცველად ყოფნა სხვადასხვა რამეა. ”ბარსას” წინააღმდეგ თამაშებში პეპეს ცენტრში გადაყვანა დროული იყო. პორტუგალიელი კლავს კატალონიელების სახიფათო შეტევებს. მაგრამ სხვა შემთხვევაში, პეპეს ნახევარმცველად თამაშს იქამდე მივყავართ, რომ ის ”თეთრების” სათამაშო რიტმს მოედნიც ცენტრში ვერ უწყობს ფეხს.

”მალიორკასთან” შეხვედრის მეორე ნახევარში ”თეთრების” შეტევას დირიჟორობდა თითქმის შეუდარებელი მესუთ იოზილი. ნათელია, რომ ლუკა მოდრიჩი კარგ სათამაშო ფორმას კრეფს. როგორც ყოველთვის, უმაღლეს დონეზე ირჯებოდა კრიშტიანო რონალდუ. ბოლოს მინდა ვთხოვო ”მადრიდის რეალის” სამწვრთნელო შტაბს: ”გთხოვთ, პეპეს ნუ ათამაშებთ ნახევარმცველად.” dle 10.1

  • shvela
  • 19 მარტი 2013
  • 2173
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)