ოზილი : „ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა“

მესუთ ოზილმა ჟურნალისტთან ინტერვიუ ჩაწერა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება მისი ოცნება გახლავთ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს...


რას გრძნობთ როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებლად მოგიხსენიებენ?

ეს მართლაც საამაყოა, მაგრამ არ ვთვლი, რომ საუკეთესოთა შორის ვარ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, სიმართლე გითხრათ თავის ქება არ მიყვარს, როდესაც ადამიანი საკუთარი თავით კმაყოფილია, ყოველთვის იქმნება პრობლემები, რაც იმას უკავშირდება, რომ პროგრესი წყდება, ყოველთვის უკმაყოფილო უნდა იყო და მაქსიმუმისთვის იბრძოლო, სწორედ ეს არის ჩემი ცხოვრების მოწოდება.

თავმდაბლობა ძალიან კარგია, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ მადრიდის „რეალის“ წამყვანი ფიგურა ხართ და ეს საუკეთესოობას ნიშნავს?

ძალიან კარგი, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოვყალიბდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საუკეთესოთა შორის გავდივარ, სამეფო კლუბში არაერთი ფეხბურთელი მოხვედრილა და წლების მანძილზე უთამაშია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის საუკეთესონი იყვნენ.

გუნდში მოსვლის შემდეგ თქვენ შეძელით და ძირითად შემადგენლობიდან რიკარდო კაკა გამოთიშეთ...

ეს მართლაც დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული, კაკა მსოფლიო დონის ვარკსვლავია და მაშინ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მაშინ ბრაზილიელს უმძიმესი ტრავმა ჰქონდა მიღებული და თვეების მანძილზე ვერ მოახერხა სასურველ ფორმაში ჩადგომა და მოედანზე გასვლა, ამ გარემოებამ მას უდიდესი დაღი დაასვა, სწორედ რიკის ტრავმამ შემიწყო ხელი იმაში, რომ საკუთარი შესაძლებლობების გმაოვლენა შემძლებოდა და მთავარი მწვრთნელის ნდობა დამემსახურებინა.

რას იტყვით განვლილ ურთულეს შეხვედრებზე?

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდმა წინა შეხვედრების მოსაგებად მაქსიმუმი გააკეთა, წვრთნებზე მართლაც ურთულეს დავალებებს ვასრულებდით, მთავარი მწვრთნელი ძალიან იყო მოტივირებული, მას მხოლოდ დამაკმაყოფილებელი ანგარიშის ხილვა სურდა, ჟოზე მაქსიმალისტია, მაგრამ ხშირად ხდება, რომ კონკრეტულ შეხვედრაში მაქსიმუმზე ოდნავ დაბალი შედეგითაც კმაყოფილდება, მაგრამ ელ კლასიკოებსა და მანჩესტერ იუნაიტედთან დაპირისპირებაში პორტუგალიელის მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ დამაჯერებლად მოგება იყო, იგი გამალებით იბრძოდა იმისათვის, რომ 100%-იანი შედეგი გვეჩვენებინა, დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების შემდეგ ჩვენ ეს შევძელით და ძალიან კმაყოფილებიც ვართ.

რას იტყვით კოპა დელ რეიზე?

ჩვენ ფინალში ვართ და სულ ერთი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი ჩემპიონობამდე, ბარსელონას ბარიერი მართლაც რთული იყო, მაგრამ მათი ძლევა მოვახერხეთ და სწორედ ამის ხარჯზე ვიქნებით ფინალისტები. დარწმუნებული ვარ ლამაზი შეხვედრა გველის, ფავორიტის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს დასკვნით მატჩია და ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, დარწმუნებული ვარ ორივე გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად.

ბევრი ჭორი დადიოდა იმის შესახებ, რომ სამეფო თასის მატჩებში თქვენ ნაკლებად იხარჯებოდით და თავის შენახვას ცდილობდით...

ეს ხომ სრული აფსურდია, მინდა გითხრათ, რომ ჟოზე მოურინიო უმკაცრესი მწვრთნელია და არავის აპატიებს მსგავსი სახის საქციელის ჩადენას, როდესაც სასტარტო თერთმეტეული მოედანზე გამოდის, დავალება მხოლოდ მოგებაზე ფიქრი და მოედანზე ყველაფრის დატოვებაა. როდესაც ვთამაშობ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო, ეს არის უსაქმური და არაფრის მაქნისი ადამიანების შეფასება, რომლებსაც საქმე აქვთ გამოლეული და ეგრედწოდებული „კრიტიკოსის“ ფუნქციას ითავსებენ, მართლაც სასაცილოა მსგავსი სახის ბრალდებების მოსმენა. ყველას ვთხოვ, რეალობასთან ახლოს იყვნენ და ცხოვრებას სხვანაირი თვალით შეხედონ.

რას იტყვით ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც უკვე ¼ ფინალურ ეტაპზე იმყოფებით?

საპატიოა, საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრა, მაგრამ მადრიდის „რეალი“ ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და წარმოუდგენელია ¼ ფინალმა დაგვაკმაყოფილოს, ჩვენთვის მთავარი მიზანი ფინალში გასვლა და თასის მოგებაა, მეტსაც გეტყვით, ოცნებად მაქვს ქცეული ევროპის ყველაზე რთული და პრესტიჟული ტურნირის მოგება, ამ ყველაფერს ემატება ის დიდი პაუზა, რომელიც სამეფო კლუბმა აიღო, ესპანურ გიგანტს 2002 წლის შემდეგ არ მოუგია ეს თასი, რაც მადრიდელი ინჩასებისთვის შოკის მომგვრელია, ისინი მუდმივად ითხოვენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ჩვენ უკვე ვალდებულნი ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გამარჯვება მოვახერხოთ, ამისათვის ურთულესი გზა გამოვიარეთ და კიდევ უფრო რთული სტადია წინ გველის, მაგრამ ნამდვილად არაფრის გვეშინია და ვთვლით, რომ ნებისმიერი ევროპული გიგანტის ძლევა შეგვიძლია, რომელიც გზაზე გადაგვეღობება, მაქსიმუმის გაკეთებაა საჭირო, შედეგს კი ავტომატურად ვიხილავთ.

ექსპერტთა აზრით გალათასარაისთან დაპირისპირება არ უნდა გაგიჭირდეთ, რადგან დონით მათზე ბევრად მაღლა დგახართ...

გასაგებია, რომ „ბლანკოსი“ გაცილებით უფრო გამოცდილია, ვიდრე გალათასარაი, მაგრამ თქვენი ყურადღება ერთ რამეზე მინდა გავამახვილო. თურქულ გუნდში თამაშობენ უესლი სნეიდერი, დიდიე დროგბა, ფელიპე მელო, ებოიე და ასე შემდეგ, რომლებიც ნამდვილად ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. რომელმა გუნდმა მოიგო შარშან ჩემპიონთა ლიგა? როგორც მახსოვს ლონდონის ჩელსიმ, რომლის უდავოდ ლიდერიც სწორედ კოტ დიუვარელი ფორვარდი გახლდათ. რომელმა გუნდმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა რამდენიმე წლის წინ მოურინიოსთან ერთად? მილანის ინტერმა, რომლის მთავარი ფიგურა სწორედ უესლი სნეიდერი იყო, აქედან გამომდინარე მათ გამოცდილება არ აკლიათ და დარწმუნებული ვარ მაქსმიმუმს გააკეთებენ იმისათვის, რომ სრული სენსაცია მოახდინონ და „ბლანკოსი“ ნახევარფინალს მიღმა დატოვონ, მერწმუნეთ ისინი ბოლომდე იბრძოლოებენ და იოლად არაფერს დათმობენ.

არ გიხსენებიათ ჰამიტ ალტინტოპი, რომელიც ასე თუ ისე „ბლანკოსის“ ფილოსოფიას გაეცნო...

თურქი მოთამაშე გალათასარაის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გალხავთ და დარწმუნებული ვარ იგი დიდ როლს შეიტანს გუნდის თამაშის სწორად წაყვანაში, მასთან თამაშის დროს სიფრთხილე გვმართებს, მართალია ჰამიტმა „რეალში“ ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ იგი ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებდა მიუნხენის ბაიერნში და წლის საუკეთესო გოლის ავტორიც გახდა, თურქ მოთამაშეს უძლიერესი დარტყმა აქვს, ასევე გამოირჩევა ფიზიკური სიძლიერით. თურქული კლუბის მთავარ მწვრთნელს მისი გამოყენება ტაქტიკური თვალსაზრისითაც შეეძლება, რადგან მან იცის მოურინიოს ფილოსოფია და გუნდის შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ იცნობს.

როგორ ფიქრობთ, მოახერხებთ სამეფო თასის და ჩემპიონთა ლიგის ერთად მოგებას?

ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ თქვენ კითხვას პატარა კორექტირებას გავუკეთებდი, ჩვენ სამ ტურნირზე ვმონაწილეობთ და არც იმას ვთვლით, რომ ლა ლიგა დაკარგული გვაქვს, მართალია ქულათა სხვაობა მართლაც უდიდესია, მაგრამ ისტორია გვეუბნება, რომ კატალონიელებთან ამაზე დიდი ჰანდიკაპის აღმოფხვრაც შესაძლებელია, გასაგებია, რომ პრიმერას დაუფლებას უდიდესი ძალისხმევა და იღბალი დაჭირდება, მაგრამ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. სამეფო თასზე ყველაზე რეალური შანსი გვაქვს, რადგან ფინალში ვართ, ჩემპიონთა ლიგის მოგებას უდიდესი შრომა დაჭირდება, ჯერ გალათასარაის ბარიერია დასაძლევი, შემდეგ კი სხვა მეტოქეებზე ვიფიქრებთ, დარწმუნებული ვარ თუკი მაქსიმუმს გავაკეთებთ და გუნდურად ვითამაშებთ, ყველა დასახული მიზანი ასრულდება და მადრიდელი ინჩასები სიბელესზე არაერთ თასს იზეიმებენ, როგორც ადმინისტრაციის, ასევე მწვრთნელის და ფეხბურთელების მთავარი მიზანი სწორედ თასების მოგება და გულშემატკივრების გახარება გახლავთ.

როგორ ფიქრობთ, თავდამსხმელთა პასიურობამ შესაძლოა წარუმატებლობა გამოიწვიოს?

ზოგადად კი, როდესაც წინა ხაზი სათანადო დონეზე ვერ ასპარეზობს გუნდის შეტევითი პოტენციალი აშკარად დაბალი ხდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კარიმ ბენზემა და გონსალო იგუაინი სამაგალითო ფორვარდები არიან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გუნდის წინა ხაზი გააძლიერონ, გასაგებია, რომ წელს მათ არ აქვთ ისეთი შედეგები როგორიც წინა სეზონებში ჰქონდათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი კლასის ეჭვქვეშ დაყენება შეიძლება, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ არგენტინელი და ფრანგი ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და გუნდის წარმატებისთვის ბევრ რამეს აკეთებენ. მათი კლასმა და მაღალმა დონემ ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

რომ არა კრიშტიანო რონალდო, გუნდის შეტევითი პოტენციალი ნამდვილად ვერ იდგებოდა მოწოდების სიმაღლეზე...

გასაგებია, კრიშტიანო მარლთაც საუკეთესოა და მისი გატანილი გოლები და გაკეთებული საგოლე გადაცემები უდიდეს დახმარებას გვიწევს, მაგრამ გუნდი მხოლოდ პორტუგალიელი მოთამაშე არ არის, მის გარდა წინა ხაზს დი მარია, ბენზემა, გონსალო და მორატა ამაგრებენ, ამ ფეხბურთელების არდაფასება არაფრით არ შეიძლება, რადგან ისინი მაქსიმუმს აკეთებენ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ წარმოჩენას ცდილობენ, მერწმუნეთ მის გარეშე კრიშტიანო ვერ იქნებოდა ისეთივე ეფექტური, როგორიც ახლა არის, ეს არის ერთი დიდი მექანიზმი, რომელიც გუნდურად თამაშობს და საერთო ინტერესი აქვს.
მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებში 1748 წუთი დაჰყავით მოედანზე, ჯამში კი ეს მაჩვენებელი 25 მატჩს მოიცავს.

როგორ ფიქრობთ ასეთი გადატვირთული გრაფიკით ასპარეზობა სხვა ტურნირების დასკვნით ეტაპზე პრობლემების ხომ არ შექმნის?

ვთვლი, რომ არა, რადგან მაქსიმალურად ვცდილობ საუკეთესო კონდიციაში ვიყო, ჩემთვის ტრაგედია სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უფრო არის, ვიდრე ძირითად შემადგენლობაში თამაში და გუნდის დახმარება, შესაძლოა უთამაშებლობით უფრო ამოვვარდე ფორმიდან, ვიდრე მუდმივი დატვირთვით. ლა ლიგის გარდა ხშირად ვასპარეზობდი კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებში, აქედან გამოდის რომ 2200 წუთზე მეტიც შესაძლოა მქონდეს ნათამაშები, მაგრამ დაღლილობას არ ვგრძნობ და ჩემ შესაძლებლობებში 100%-ით ვარ დარწმუნებული. მოედანზე 90 წუთის გატარება უპრობლემოდ შემიძლია, თუკი საკუთარ თავში რამე ხარვეზს შევამჩნევ, მთავარ მწვრთნელს აუცილებლად ვთხოვ, რომ დამასვენოს და ძალების აღდგენაში დამეხმაროს, თუმცა ამის საჭიროებას ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ, სამეფო კლუბში უკვე რამდენიმე სეზონია ვირჯები, მაგრამ ამ მხრივ პრობლემა არასდროს მქონია.

რას იტყოდით გერმანიის ეროვნულ ნაკრებზე?

გუნდში ერთსულოვნება სუფევს და „ბუნდესნაკრები“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდეს, ამისათვის ყველაფერი არსებობს, ყველა რესურსი გვაქვს, რომ საუკეთესოს წოდება მივიღოთ. მერწმუნეთ, ჩვენს გუნდში უამრავი უმაღლესი დონის მოთამაშე ასპარეზობს და მათ შეუძლიათ გერმანელი ერის გახარება, დარწმუნებული ვარ 2014 წელს ულამაზესი ფეხბურთის საფუძველზე თასის აღმართვას მოვახერხებთ.

შემადგენლობის მხრივ ესპანეთს, საფრანგეთს, ბრაზილიას, არგენტინას და კიდევ ბევრ გუნდს არ აქვს პრობლემა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა უპირობო ფავორიტია...

ჩვენ გვაქვს ბრძოლის ჟინი და ეს არის მთავარია, ბუნდესნაკრებივით მოტივირებული არამგონია ვინმე იყოს, თვით მასპინძელი კოლექტივიც კი, მერწმუნეთ ჩვენში დევს დიდი მოტივაცია და ბრძოლის ჟინი, რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ამისათვის მართლაც ყველა რესურსი გვაქვს, გერმანელი ერი ყოველთვის მებრძოლი იყო, რაც ფეხბურთშიც აისახება.

რომელ გუნდს დაასახელებდით გერმანიასთან ერთად ფავორიტად?

რა თქმა უნდა ესპანეთს და ბრაზილიას. ეს ორი გუნდი განსაკუთრებული ძალის მატარებლები არიან და ჩვენთვის უდიდესი პრობლემების შექმნა შეუძლიათ. გავიხსენოთ, თუ რამდენჯერ მოახერხა "ფურია როხამ" ჩვენი დამარცხება ფინალურ ეტაპზე, იგი შემიძლია ვთქვა ბრაზილიის ნაკრებზე, მაშინ ლუის ნაზარიო რონალდოს გუნდის წყალობით გერმანელები ვერცხლის მედალს დასჯერდნენ.
dle 10.1

  • Hala
  • 18 მარტი 2013
  • 2748
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)