ბენზემა 19 ნომერი იქნება?

ბენზემა 19 ნომერი იქნება?


როგორც იცით, კარიმ ბენზემას პრეზენტაცია ხვალ შედგება. ესპანელი ჟურნალისტების ვარაუდით, ფრანგი ახალ კლუბში 19 ნომრით იასპარეზებს.


საქმე იმაშია, რომ ჰუნტელაარის ტრანსფერის თაობაზე, “შტუტგარტთან” მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ჰოლანდიელი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, 18 მლნ. ევროდ გაიყიდება. მეტიც, ტრანსფერი თურმე დღეს ღამით უნდა დასრულდეს. გამოთავისუფლებულ 19 ნომერს კი, კარიმ ბენზემა ხვალ მოირგებს.

ბენზემა “ლიონში” 10 ნომერი იყო, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 9 ნომრით ასპარეზობს. “რეალში” ორივე ეს ციფრი დაკავებულია. ამასთან, არ არის გამორიცხული, უესლი სნეიდერმა გუნდი დატოვოს, მაშინ მის გამოთავისუფლებულ 10 ნომერს ვინ მიიღებს, ჯერჯერობით უცნობია.

“რეალი” ვარჯიშს 10 ივლისიდან განაახლებს. რამოსი, კასილასი და კაკა გუნდს 27 ივლისს შეუერთდებიან. მანამდე კი, პელეგრინის გუნდი თავის პირველ საკონტროლო შეხვედრას გამართავს, 20 ივლისს, ირლანდიური “შემროკის” წინააღმდეგ.

ინფორმაციის წყარო: As.Com dle 10.1

  • niko
  • 8 ივლისი 2009
  • 2469
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)