მოურინიოს " რეალზე..."

გთავაზობთ ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტისა და კომენტატორის - იური როზანოვის ინტერნეტ-კონფერენციის ნაწყვეტს, სადაც ის მოურინიოს "რეალზე" საუბრობს...


თუ თქვენ მზად ხართ „ითამაშოთ მოურინიოთი“ კომპიუტერული თამაში ისე, რომ ყოველი დამარცხების დროს დაარესტარტოთ , გამარჯვების დროს კი ფარდა ჩამოაფაროთ განვლილს და იყვიროთ -მაშ იყვირეთ. „ ოო...ის ტრიუმფატორია.“ ეს ჩემთვის მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ თქვენი მოურინიოს პერსონალური ქომაგი ხართ.

მისი "რეალი" როგორც არ მყოფნიდა ადრე, ისევე არ მყოფნის ახლაც. ჟოზე თამაშებს კონკრეტული მატჩებისთვის,ბარასელონასთვის,თასებისთვის ლესავს. პოზიციურ შეტევებში "ბლანკოსს" ნახევარზე მეტი არ გააქვს. ეს ის „რეალი“ არ არის როგორადაც მე ის მესმის. რეალი კოპასა და პუშკაშის, უგო სანჩესისა და სანტილიანასი, რაულისა და მორიენტესის, ფიგუსი და ზიდანის.

ის პარტიზანულად ნადირობს "ბარსელონაზე" და ამავდროულად "ვალენსიასთან" კონტრშეტევაზე თამაშობს. ამ დროს მოურინიო არ ეთამაშება "ვალენსიას", მას „37-ე რეპეტიცია აქვს "ბარსელონასთან" თამაშამდე“. ეს მან მოასწრო. ამ წელს ის ისტერიკის გარეშე თამაშობდა. ომიც შემცირდა. კი, ეს სიმართლეა, მაგრამ მაინც: "რეალი", როგორც "რეალი" მას არ აინტერესებს. მას ზუსტადაც რომ ის "ბარსელონა" აინტერესებს. ეს გრან-ტყუილია. და მსოფლიო ამაზე ეგება. უმეტესობას ეს მოსწონს. არ უარვყოფ, ის ტრენდშია.



ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, "რეალი" კარგავს თვისებას იყოს ყველაზე დიდი ევროპულ კლუბებს შორის. პამპლონაში ჩატარებული მატჩის შემდეგ უგო სანჩესი თავს ჩამოიხრჩობდა. ჩემთვის ასეთი მიდგომის მართებულობა იქამდე დადის, მოიგებს თუ არა მოურინიო ლიგას. თუ კი-მე ბოლომდე არ მივიღებ მის მეთოდებს, მაგრამ ვაღიარებ რომ მან მიაღწია. თუ არა-მე ჩავთვლი რომ რეალში მისი გატარებული დრო წარუმატებული იყო."რეალმა" ისედაც უნდა მოუგოს "ბარსელონას" დაახლოებით ნახევარი მაინც. თუ, რა თქმა უნდა, ის "რეალია" და არა მოურინიოს "მორიგი პროექტი".
dle 10.1

  • .soney
  • 13 მარტი 2013
  • 6030
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)