გენერალი საბრძოლველად ემზადება

გენერალი საბრძოლველად ემზადება


marca–ს ჟურნალისტი გვთავაზობს ვარაუდებს "სელტა"–"რეალის" ძირითადი შემადგენლობის შესახებ და პატარა მიმოხილვასაც აკეთებს.


გენერალმა მოურინიომ საკუთარ სარეზერვო ჯარისკაცებს უხმო. ის გეგმავს დაასვენოს მთავარი მებრძოლები, რომელთაც მანჩესტერში რთული ბრძოლა გადაიტანეს. ამ გმირ მეომრებს არანაკლები შემცვლელები ჰყავთ. სწორედ ამ შემცვლელმა მეომრებმა დაამარცხეს "ბარსელონა". ეს მამაცი ჯარისკაცები დღეს აუცილებლად იბრძოლებენ "ბალაიდოსზე".

მოდრიჩი, გმირი, რომელმაც "მანჩესტერის" დაცვა დაარბია და დაშალა, აუცილებლად იქნება საწყის თერთმეტეულში "სელტას" წინააღდეგ. მან უნდა დაანახოს გენერალს, რომ იმსახურებს უმნიშვნელოვანეს ორთაბრძოლებში მონაწილეობას დასაწყისიდან დასასრულამდე. კაკა საბრძოლო მზადყოფნაშია, მართალია მან ჯერ ვერ წარმოაჩინა საკუთარი თავი ბოლომდე, აი ისეთი, როგორიც "მილანში" იყო, მაგრამ სწორედ დღეს გასამართი დაპირისპირების მსგავს შეხვედრებში მართებს მას თავის გამოჩენა და სარგებლის მოტანა. რიკი მოდრიჩთან ერთად მიიტანს იერიშებს მოწინააღმდეგის დაცვაზე.

მარსელო და ბენზემაც საწყისი წუთებიდანვე ჩაერთვებიან ბრძოლაში. მათთვის სასარგებლოა ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა, მათ (გასნაკუთრებით მარსელომ) სასწრაფოდ უნდა აღიდგინონ ფორმა. პეპე გენერალ მოურინიოს საყვარელი დაცვითი სტილის მებრძოლია. წინა შეხვედრებში ვარანის შესანიშნავი თამაშის გამო პეპემ სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა, მაგრამ ის დღეს აუცილებლად იქნება ძირითადში. ვარანი კი მადრიდში დარჩა, მისთვის დასვენება აუცილებელია, მან ეს დაიმსახურა კიდეც. ასევე გუნდთან ერთად არ იმყოფებიან რამოსი და კოენტრაო, ისინიც ისვენებენ. კასილასი და დი მარია კი ტრამვების გამო არ წასულან ვიგოში.

დღეს მოურინიოს გამარჯვება სურს, მან კარგად იცის, რომ თუ სურს მოიგოს ჩემპონთა ლიგა უნდა მოიგოს ლა ლიგის მატჩები. "სელტას" ერთი ფეხი უკვე სეგუნდა დივიზიონში აქვს. მათ დაითხოვეს მწვრთნელი, მაგრამ ვერც მისი შემცვლელი ახერხებს პრობლემების მოგვარებას.

ინფორმაციის წყარო: Marca.com
ლ.ჭ. halamadrid.ge–სთვის! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)