ალფრედო დი სტეფანოს აზრი

ალფრედო დი სტეფანომ ”მადრიდის რეალზე’ ისაუბრა.


”მადრიდის რეალმა” შაბათს ”ბარსელონა” დაამარცხა, რის გამოც ის დღევანდელ შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდება. ”მადრიდის რეალი” ძალის პოზიციიდან თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ოპტიმალურისგან ბევრად განსხვავებული შემადგენლობა გამოვიდა და მოახერხა , რომ ისეთი სერიოზული მეტოქე, როგორიც ”ბარსელონაა”, რომელიც ყველანაირი ლოგიკის მიხედვით რევანშზე უნდა ყოფილიყო მომართული, საბოლოო ჯამში ფრესათვის იბრძოდა.”

ჩვენი მეტოქე თავისი ფეხბურთის თამაშს ცდილობდი, თამაშისა, რომელიც ბურთის კონტროლზეა დაფუძნებული , მაგრამ ბოლო გადაცემასთან დაკავშირებით მუდამ იქნებოდა პრობლემები. ”ბარსას” ის თამში, რომელიც სულ რამოდენიმე ხნის წინ აღაფრთოვანებდა გულშემატკივრებს, შაბათს კატალონიელებს ნამდვილად არ გამოუვიდათ. მათ მოქმედებას ნამდვილად აკლდა მოხერხებულობა, სისადავე და სახიფათოობა. ”ბარსელონას” შეტევები სულ უფრო და უფრო ერთხაზოვანი და პროგნოზირებადი იყო. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ თუ ”ბარსელონას” არ გამოსდის საფირმო თამაში, კლუბი პანიკაში ვარდება და არც თუ ისე რთულ სიტუაციებში ცდება.

ფაქტია, რომ ნებისმიერი გუნდი თამაშობს ისე, როგორც ამის საშუალებას მას მეტოქე აძლებს. შაბათს ”მადრიდის რეალის” თამაში პრაქტიკურლად ბრწყინვალე იყო. საქმე არც თუ ისე კარგად არჩეულ ტაქტიკაშია და ფეხბურთელების მაღალ დონეში, არამედ უპირატესობის ფსიქოლოგიურად გაცნობიერებაში. ეს ის თვისებაა, რომლითაც დიდი გუნდები მუდამ გამოირჩევიან.

ძნელია წინასწარ განსაზღვრო ”მანჩესტერ იუნაიტედთან” თააშის სცენარი. ინგლისური კლუბი არაა გამართული მექანიზმი, რომელიც მუდამ ერთნაირად თამაშობს. ამის ნათელი დადასტურებაა პირველი შეხვედრა მადრიდში, როცა ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მოახერხეს ”თეთრებისთვის” გუნდური თამაშის ის ვარიანტი დაეპირისპირებინათ, რომელიც უფრო ეფექტური იყო მასპინძლების წინააღმდეგ. ”მანჩესტერ იუნაიტედი” არაა პრიმიტიული და ჯიუტი გუნდი, იმისთვის , რომ წინასწარ განვსაზღვროთ მის მიერ არჩეული თამაშის სტილი.

სხვა მხრივ, შესაძლოა დღევანდელ ”მადრიდის რეალს” არ სჭირდება იმაზე ყურადღების გამახვილება, თუ როგორ ითამაშებს მეტოქე, არამედ კონცენტრირება მან საკუთარ თამაშზე უნდა მოახდინოს. თუ ”მადრიდის რეალი” შეძლებს ისეთივე ენერგიული, თავდაჯერებული და ძლიერი ფეხბურთი აჩვენოს, როგორც ”ბარსასთან” შეხვედრებში, მაშინ ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება მის წინააღმდეგ თამაში.

ასე რომ, უნდა ვიმედოვნოთ, რომ კრიშტიანო რონალდუ და მესუთ იოზილი შეძლებენ საუკეთესო თამაშის ჩვენებას და ასევე იმაზე, რომ სწორედ სამეფო კლუბის მხარეს იქნება იღბალი. dle 10.1

  • J.Z.
  • 5 მარტი 2013
  • 2345
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)