მანჩესტერი - რეალი. იცოდით თუ არა რომ..?

მოგეხსენებათ ხვალ მანჩესტერი და რეალი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპზე გასვლისათვის იბრძოლებენ. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ორივე გუნდზე.


- ჩემპიონთა ლიგის წინა ორ შეხვედრასი ოლდ ტრაფორდზე 12 გოლი გავიდა.

- როდესაც რონალდო მანჩესტერის ღირსებას იცავდა, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 23 შეხვედრა ჩაატარა ოლდ ტრაფორდზე და მხოლოდ შვიდი გოლის გატანა მოახერხა. მადრიდის რეალის შემადგენლობაში კი 18 მატჩი გამართა ბერნაბეუზე და 16-ჯერ გამოიჩინა თავი.

- მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ანხელ დი მარიამ სულ 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ოთხივე მათგანი არგენტინელმა მანჩესტერული კლუბების წინააღმვდეგ თამაშიშისას შეასრულა (3 - მანჩესტერ სიტისთან, 1 - იუნაიტედთან).

- მადრიდის რეალი იმ ორი ესპანური გუნდის რიცხვებში შედის, რომლებმაც ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერის დამარცხება მოახერხეს (ჩემპიონთა ლიგაში). მეორე მათგანი დეპორტივო იყო. ლა კორუნიელებმა 2-3 სძლიეს ეშმაკებს.

- ჟოზე მოურინიოს ოლდ ტრაფორდზე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გამარჯვება არ აქვს მოპოვებული. 1-1 დაასრულა მისმა პორტომ, ინტერმა კი 2:0 წააგო.

- მოგეხსენებათ ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, პირველად პორტოსთან ერთად შემდეგ კი ინტერთან, ერთ-ერთი ტრიუმფალური სეზონის დროს 1/8 ფინალში პორტუგალიელმა ინგლისური კლუბის ”გაგდება” შეძლო.

- ბოლო 10 შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერმა მხოლოდდამხოლოდ ორჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

- სერ ალექს ფერგიუსონმა ჟოზე მოურინიოს 15 შეხვედრიდან მხოლოდ 2-ჯერ სძლია.

ინფორმაციის წყარო: Goal.Com dle 10.1

  • SunSay
  • 4 მარტი 2013
  • 3607
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (193)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)