პარდესა დარწმუნებულია გამარჯვებაში

სამეფო გუნდის სპორტული დირექტორი, მიგელ პარდესა, დარწმუნებულია რომ მადრიდელები შეძლებენ "მილანის" დამარცხებას.


- გაასაჩივრეთ თუ არა ალბიოლის წითელი ბარათი?
- ჩვენ აპელაციის შეტანას დღეს ვაპირებთ.ვგონებ, "რეალის" პოზიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, სრულიად სამართლიანია.

- რას ფიქრობ, მომავალ მატჩზე, რომელიც "სან სიროზე" შედგება?
- აღნიშნული დაპირისპირება ერთობ მნიშვნელოვანია გუნდისათვის.გამარჯვების შემთხვევაში, "რეალი" გაიუმჯობესებს მდგომარეობას ჯგუფში და ფაქტიურად სოლიდურ ნაბიჯს გადადგამს 1/8 ფინალისაკენ.ამასთანავე "ბერნაბეუზე" წაგებულ თამაშს ფარდა ჩამოეფარება.

- ასევე "მილანთან" თამაში კარგი შანსია პელეგრინისათვის, რათა კვლავ მოიპოვოს ქომაგების ნდობა...
- სამეფო გუნდში მუშაობა ადვილი საქმე არავისთვის არ არის.მწვრთნელი გულშემატკივრებისა თუ კლუბის ხელმძღვანელების ნდობა ყოველდღიურად იხვეჭს.აღსანიშნავია, რომ ყველანი კმაყოფილნი ვართ მანუელის მუშაობით.

- მატჩისწინა ვარჯიშებიდან კარგად გამოჩნდა, რომ რაული "როსონერის" წინააღმდეგ სასტარტოში არ იქნება...
- მწვრთნელის გადასწყვეტია ვინ გამოვა მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში.მანუელმა უკეთ იცის რა გააკეთოს.მთავარია 3 ქულის მოპოვება.

- თუ ის არ გამოვა სასტარტოში, გამოდის მას არ ენდობიან...
- რაულმა რამდენიმე მატჩი სასტარტოში ითამაშა, მაგრამ მას სათადარიგო სკამზეც მოუწია ყოფნა.ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ.გუნდში ბევრი ფეხბურთელია და ყველამ უნდა ითამაშოს.ჩვენ კაპიტნის პოტენციალში ეჭვი არ გვეპარება.რაული "რეალისათვის" ნამდვილად შეუფასებელია.ვიმედოვნებ, რომ ის მხარს დაუჭერს და გაამხნევებს თავის თანაგუნდელებს, თუ სათადარიგოზე მოუწია თამაშის დაწყება.

- როგორ ფიქრობთ, "სან სიროზე" გამარჯვების დრო დადგა?
- ხსენებული საფეხბურთო არენა ჩვენთვის არცთუ ისე იღბლიანია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ იტალიურ გუნდები "ბერნაბეუზეც" კარგი მაჩვენებლით ვერ ამაყობენ.მიუხედავად ცუდი სტარტისა, "მილანმა" მაინც მოახერხა "რეალის" დამარცხება.ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ დიდი გუნდებისათვის ჩავარდნა არ არსებობს.

- კაკასათვის მნიშვნელოვანი თამაში იქნება...
- რა თქმა უნდა.ის ხომ "მილანის" ნამდვილი სიმბოლო იყო.ბრაზილიელმა ბევრი გააკეთა იტალიური ფეხბურთისათვის და კონკრეტულად "როსონერისთვის."იმედია, ის თავის წარსულს დაივიწყებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა გუნდს "მილანის" დამარცხებაში დაეხმაროს.

- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სრულ ნდობას უცხადებს პელეგრინის...
- მაშინ, როდესაც პერესი ასეთ განცხადებას აკეთებს, ყოველნაირი საუბარი უნდა შეწყდეს, მწვრთნელის გუნდიდან გაშვების თაობაზე.

- გუტი მალე დაბრუნდება?
- ის მაშინ ჩაერთვება თამაშში, როდესაც ამას თვით მწვრთნელი გადაწყვეტს.მანუელის აზრით, ამ მომენტში დანარჩენი ფეხბურთელები უფრო კარგ ფორმაში არიან, ვიდრე გუტი.ვიმედოვნებ, ის მალე დაბრუნდება.

- როგორ მიიღო გუნდმა, გუტისა და პელეგრინის სიტუაცია?
- ჩვენ ორივეს ვესაუბრეთ.პელეგრინიმ დაგვისახელა ის მიზეზები თუ რატომ ხდება ყოველივე ეს.აქედან გამომდინარე ჩვენ მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას დიდ პატივს ვცემთ.

- კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში დაეხმარება პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს?
- ვნახოთ რას გადაწყვეტენ ექიმები. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)