როურა: ”მადრიდელები უფრო მაღლა იდგნენ, ვიდრე ”ბარსელონა”

ხორდი როურამ დაგმო დაფიქსირებული რეზულტატი, მაგრამ მას მაინც სჯერა თავისი შეგირდების..


”ბარსელონას” ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ”რეალი” ”ბლაუგრანაზე” მაღლა იდგა და შესაბამისად, წარმატებასაც მიაღწია. ”კოპა დელ რეის” ფინალურ ეტაპზე გავიდა ”სამეფო კლუბი” ”ბარსელონასთან” 1-3 გამარჯვების შემდეგ, სადაც დაელოდება თავის მეტოქეს.

მას შემდეგ, რაც ”ბარსელონას” კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, პორტუგალიელმა გაიტანა გოლი და მისი მოტივაცია გაორმაგდა, რასაც მეორე ნახევარში კიდევ ერთი გატანილი ბურთი მოჰყვა. საბოლოოდ კი, რაფაელ ვარანის თაურმა დარტყმამ გადაწყვიტა გამარჯვებულის ვინაობა. მატჩის ბოლო წუთებზე კი ხორდი ალბამ პრესტიჟის გოლი გაიტანა. ესპანეთის თასის ფინალში ”რეალის” მეტოქე ”სევილია” ან ”ატლეტიკო” იქნება.

”კოპა დელ რეის” პირველ შეხვედრაში, გუნდებმა 1-1 ითამაშეს. ახლა კი განმეორებით შეხვედრაში, ისინი გამოვიდნენ დიდი შემართებით, მადრიდელები ჩვენზე ბევრად მაღლა იდგნენ, ”ბარსელონას” კი ეფექტურობა აკლდა. ფეხბურთში ყოველთვის ვერ გააკონტროლებ ყველაფერს, ეს არის მადრიდის ”რეალი” - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. ჩვენ ვიცოდით, რომ წინ ურთულესი შეხვედრა გველოდა, ყველანაირად ვეცადეთ არაფერი დაგვეთმო მეტოქისთვის, მაგრამ მადრიდის ”რეალმა” რეალური სახე დაანახა ყველას, სწორედ ეს აძლევს მას დიდი გუნდის წოდებას”.

”რაც შეეხება ”ლა ლიგას”, ჩვენ ამ გათამაშებაში დიდი ძალისხმევა მივიღეთ. სეზონის პირველი ნახევარი იყო საუკეთესო, რომელიც ოდესმე ჰქონია გუნდს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს მატჩი დიდ გავლენას მოახდენს ჩვენზე, გუნდი ფოკუსირებულია ლიგაზე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ბრძოლისუნარიანობა”. dle 10.1

  • RMA-Luka
  • 27 თებერვალი 2013
  • 3442
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)