დიმიტრი ობოლაძე: "რეალი გაიტანს"

დიმიტრი ობოლაძე: "რეალი გაიტანს"

ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა დიმიტრი ობოლაძემ Halamadrid.ge-სთან ინტერვიუში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მადრიდის რეალის" შანსები შეაფასა.


რეალი-მანჩესტერის შეხვედრას ჟოზე მოურუნიოს თქმის არ იყოს, მართლაც მთელი მსოფლიო ელოდა. სანახაობა შედგა. ვიხილეთ გოლები, ისევე როგორც გამოუყენებელი მომენტები, განსაკუთრებით მადრიდელთა მხრიდან. როგორ შეაფასებდით პირველ დაპირისპირებას?

თამაშმა 100%-ით გაამართლა. ვფიქრობ შეკითხვა ცოტა ტენდენციურია რადგან მომენტები ორივე მხარეს ჰქონდა. თუნდაც ვან პერსის ეპიზოდი რომ ავიღოთ მატჩის მიწურულს. პირველ ტაიმში "რეალი" გაცილებით უკეთესი იყო, მეორეში რონალდუ დაიკარგა. ვფიქრობ ფრე ლოგიკური შედეგია.

ვის გამოყოფდით მანჩესტერელთა და მადრიდელთა მხრიდან?

მადრიდლეთან მხრიდან პირველ ტაიმში რონალდუს გამოვარჩევდი. ინგლისელებიდან დე ჰეას.

"რეალს" "მანჩესტერთან" შეხვედრამდე "ბარსელონასთან" 2 მატჩის გამართვა მოუწევს. როგორ ფიქრობთ , რამდენად მოახერხებენ მადრიდელები ძალების შემონახვას ინგლისელთათვის?

როდესაც "რეალი" "ბარსელონას" ხვდება , რომელიმე გუნდის მხრიდან ძალების დაზოგვაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა მოურინიოსათვის პრიორიტეტი ნამდვილად ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს.

მომავალი დაპირისპირება კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს ვიდრე პირველი. პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია და მაინც, დიმიტრი ობოლაძის პროგნოზით, ვინ გავა მეოთხედ ფინალში?

პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. თავად მე "მანჩესტერის" გასვლა მსურს თუმცა შანსები 50-50-ზეა. "რეალს" აუცილებლად სჭირდება გოლის გატანა და ვფიქრობ ამას მოახერხებს. ამ შემთხვევაში გადანაწილებული პრიორიტეტებია მნიშვნელოვანი. "იუნაიტედი" "სიტის" სატურნირო ცხრილში საგრძნობლად უსწრებს, "რეალი" კი "ბარსელონას" დიდად ჩამორჩება, თუ მადრიდელთა მთავარი ამოცანა ესპანეთის თასის მოგებაა მაშინ ისინი "ბარსელონას" "თავს შეაკლავენ", თუმცა მაინც მგონია რომ მაურინიო მთავარ აქცენტს ლიგაზე აკეთებს. dle 10.1

  • .soney
  • 25 თებერვალი 2013
  • 4417
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)