რელანო : "რეალის წინა ხაზი კატასტროფულ მდგომარეობაშია"

ესპანელმა ექსპერტმა ალფრედო რელანომ განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდის წინა ხაზი მთელი სეზონის მანძილზე არა პროგრესს, არამედ თვალნათლივ რეგრესს გვიჩვენებს...


"სეზონის დაწყების შემდეგ ყველა იმის მოლოდინშია, რომ გონსალო იგუაინი და კარიმ ბენზემა გამოფხილდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ წინა ხაზს მხოლოდ და მხოლოდ კრიშტიანო რონალდო და მესუთ ოზილი ამაგრებენ."

"რომ არა პორტუგალიელი კრიშტიანო დარწმუნებული ვარ სამეფო კლუბი იმდენი ქულის მოპოვებასაც ვერ შეძლებდა, რამდენიც ამჟამად აქვს."

"გონსალო და კარიმი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან, მაგრამ არ ვიცი რა ხდება მათ თავს, ფაქტი ის არის, რომ "ბლანკოსის" წინა ხაზი კატასტროფულ სიტუაციაში იმყოფება და ფაქტიურად გუნდს ფორვარდების გარეშე უწევს მოედანზე გასვლა და უმნიშვნელოვანეს მეტოქეებთან ასპარეზობა."

"არ ვიცი რას დავაბრალო შექმნილი გარემოება, შესაძლოა ეს იმანაც განაპირობა, რომ სათანადო დონეს ანხელ დი მარიაც ვერ აჩვენებს და მხოლოდ კრიშტიანოს ფლანგია აქტიური, თუმცა ეს ყველაფერს ვერ შეცვლის, იგუაინს და ბენზემას გამოფხიზლება მართებთ, სხვა შემთხვევაში დედაქალაქური კლუბის წარმატებები ეჭვქვეშ დადგება." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)