რელანო: ”კაკამ გულშემატკივრები გაახარა”

გამომცემლობა ”ას”-ის მთავარმა რედაქტორმა ალფრედო რელანომ მადრიდის რეალზე ისაუბრა.


პირველ რიგში კაკას თავდაჯერებულობა უნდა აღვნიშნოთ, მან მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რაც ბოლო წლების განმავლობაში იშვიათად ხდებოდა. რიკი ერთადერთი ფეხბურთელი იყო სამეფო კლუბის შემადგენლობაში, რომელმაც ორივე ტაიმში ბრწყინვალედ იასპარეზა და გუნდის ლიდერის ფუნქცია იტვირთა. მოურინიოს ცვლილებების შედეგად კი მოვესწარით მადრიდის რეალის ტრანსფორმაციას. იგუაინი დაღმასვლას განიცდის და იმედი მაქვს გატანილი გოლი კარგად იმოქმედებს მასზე.

ძნელია დეპორტივოს ფეხბურთელების ადგილას ყოფნა, რადგან მატჩის დასაწყისში ყველაფერი მათ სასიკეთოდ ვითარდებოდა, საბოლოო ჯამში კი ლაკორუნიელებმა მატჩი დათმეს. თეთრების უღიმღამო თამაში საერთოდაც არ იყო გასაკვირი. ერთხელ ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ ფეხბურთს თამაშობენ ან მოვალეობის მოხდის მიზნით, ან სიამოვნების მისაღებად. პირველ ტაიმსი ბლანკოსის ფეხბურთელებს ეტყობოდათ, რომ თამაშისგან არანაირ სიამოვნებას არ ღებულობდნენ. რა თქმა უნდა მათი ასპარეზობის ხარისხზე დიდი გავლენა იქონია იმან, რომ გუნდის ლიდერები სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ. დიეგო ლოპესის მიერ დაშვებულმა შეცდომამ კი გვაჩვენა ყველას, რომ კასილასის გარეშე მადრიდის რეალის კარი ადვილად ასაღებია.

დეპორტივოს კი არ გაუმართლა, რადგან მათ კიდევ ერთი გოლის გატანა თავისუფლად შეეძლოთ, როგორც ნათქვამია ძლიერებს უმართლებთ. აქვე მინდა აღვნიშნო ხუან კარლოს ვალერონის თმაში, რომელიც თავისი ესთეტიურობით გამოირჩევა. ის უნდა იყოს მაგალითი ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის. dle 10.1

  • SunSay
  • 25 თებერვალი 2013
  • 1734
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)