შუსტერი : "ჩემი აზრით "რეალის" შანსი მიზერულია"

მადრიდის "რეალს" ექს მწვრთნელმა, ბერნდ შუსტერმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამეფო კლუბს ყველა ტურნირზე მიზერული შანსები აქვს და რეალობას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს...


"მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბი უმაღლესი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ამ გუნდის მიმართ უდიდესი სიმპატიები მაქვს, მინდა ვთქვა, რომ მათ ი შანსები მიზერულია."

"ლა ლიგა, რომ ჟოზეს გუნდს დაკარგული აქვს, ალბათ უკიდურესი ოპტიმისტიც დარწმუნებულია, რადგან ბარსელონა ამხელა უპირატესობას ხელიდან არცერთ ვარიანტში არ გაუშვებს, გამორიცხულია ტიტოს შეგირდებმა 16 ქულიანი სხვაობა აღმოაფხვრევინონ გუნდს, რომელიც ძალიან არ უყვართ."

"რაც შეეხება კოპა დელ რეის, აქაც ჟოზე მოურინიოს გუნდის მეტოქე ბარსელონა გახლავთ, რომელმაც ბერნაბეუზე აბსოლუტურად კარგი შედეგი დააფიქსირა. ნულოვანი ფრის შემთხვევაში სამეფო კლუბს მეტი შანსი ექნებოდა, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო რთული სიტუაციაა, ბარსელონელებმა ბერნაბეუზე გოლის გატანა მოახერხეს და საკუთარ კედლებში გაცილებით მშვიდად ითამაშებენ."

"სამეფო კლუბს ჩემპიონთა ლიგაზეც ზუსტად იგივე სიტუაცია აქვს, როგორიც "Copa Del Rey"- ზე , სხვაობა მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედის სიძლიერესა და "ბლაუგრანას" დონეს შორის არის, ჩემი პირადი აზრით კატალონიელები დღევანდელ მანჩესტერზე ბევრად ძლიერნი არიან, აქედან გამომდინარე "რეალს" შესაძლოა "ოლდ ტრაფოდზე" უფრო მეტი შანსი ჰქონდეს, მაგრამ ესეც საეჭვოა."

"ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ფეხბურთში მოსალოდნელი ყველაფერია და არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მადრიდელებს წარმატებებს ვუსურვებ, ყველაფერს კი დრო გვაჩვენებს." dle 10.1

  • Hala
  • 23 თებერვალი 2013
  • 2593
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)