„ადრე თუ გვიან ყურადღებას მომაქცევენ“

კანტერას პოპულარულმა მოთამაშემ „მარკას“ ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა


როგორ შეფასებდი ამ სეზონს?

საკმაოდ კარგი სეზონია, მაგრამ დასკვნების გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა.


რა დავალება აქვს წელს კასტილიას?

წელს ჩვენთვის უმთავრესი მიზანია რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ სატურნირო ცხრილში. ინდივიდუალურად მეც მაქვს გეგმები და მიზნები. მინდა ემილიო ბუტრაგენიოს რეკორდი დავამხო, მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. (21 გოლი კასტილიის მაისურით სეგუნდა დივიზიონში) მე 9 გოლის გატანაღა დამრჩა მის რეკორდამდე. ასევე მსურს ნაკრების ახალგაზრდულ გუნდთან ერთად მივიღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში.

არაფერი გითქვამს პირველ გუნდში თამაშის სურვილზე

„რეალში“ იმდენად ბევრი კარგი ფეხბურთელია, ვფიქრობ იქ დიდი ხანი ვერ მოვხვდები. ყველა ვხვდებით, რომ ჟოზე მოურინიო ყურადღებას აქცევს კასტილიელ ფეხბურთელებს, მაგრამ უკეთესი იქნება თუ უფრო დიდ ყურადღებას გამოიჩენს ჩვენ მიმართ.

რატომ ვერ მოხვდი პირველი გუნდის შემადგენლობაში ვერც ერთ მატჩში ამ სეზონში?

ამაზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, მე ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო და ჩემი საქმე კარგად გავაკეთო. ვფიქრობ ადრე თუ გვიან ყურადღებას მომაქცევენ.

თქვენი ოცნება ისევ პირველ გუნდში თამაშია?

რა თქმა უნდა, მე ამაზე ვოცნებობ. მე კარგად ვმუშაობ, კარგ შედეგებს ვაჩვენებ, როცა შანსი მექნება პირველ გუნდშიც წარმოვაჩენ ჩემს შესაძლებლობებს.

თუ ასეთი შანსი არ მოგეცათ გუნდს დატოვებთ?

მე გუნდთან კონტრაქტი 2014 წლამდე მაკავშირებს. თუ მანამდე „რეალში“ ყურადღებას არ მომაქცევენ, იძულებული გავხდები გუნდის შეცვალზე ვიფიქრო. მე მსურს „რეალში“ თამაში.

უკვე შემოგთავაზეს ახალი კონტრაქტი გუნდში?

არა ჯერ ამაზე საუბარი არ ყოფილა.

ალბათ დაიღალეთ იმით, რომ რონალდუს გადარებენ?

მე ეს საერთოდ არ მადარდებს. ვთვლი, რომ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

მოურინიო ამბობს, რომ თქვენ თამაშობთ ისეთ პოზიციაზე, რომელიც „რეალში“ არაა.

ეს მისი აზრია, მე კი სხვა პოზიციებზე თამაში არ შემიძლია.

როგორც ვიცი აიტორ კარანკა თქვენ პროტექციას გიწევდათ. რამე შეიცვალა?

მე ყოველთვის ვგრძნობდი მისგან მხარდაჭერას, მაგრამ ახლა ის მხოლოდ პირველი გუნდის საქმეებითაა დაკავებული.

რა შეგიძლიათ თქვათ ჟოზეზე?

მოურინიო - შესანიშნავი მწვრთნელია, იგი უბრალოდ პროფესიონალია თავისი საქმის.

თქვენ თვლით, რომ ის კანტერისათვისაც კარგი მწვრთნელია?

ის ყველა ფეხბურთელისთვის კარგი მწვრთნელია, მაგრამ ჩვენი მწვრთნელი ახლა მხოლოდ ალბერტო ტორილია.

და როგორი ურთიერთობა გაქვთ ფლორენტინო პერესთან? ამბობენ, რომ თქვენ პრეზიდენტის საყვარელი ფეხბურთელი ხართ.

პრეზიდენტთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ის ძალიან ყურადღებიანი და სასიამოვნო ადამიანია.

როდესაც მორატა თავის პოზიციაზე თამაშობს, შეგიძლიათ ნახევარმცველად თამაში?

როდესაც მორატა ცენტრფორვარდის ადგილს იკავებს, ძალიან მომწონს შემტევ ნახევარმცველად თამაში. ალვაროსთან ერთად თამაში ძალიან კარგია, ერთმანეთს კარგად ვეწყობით.
dle 10.1

  • Saint.Iker
  • 21 თებერვალი 2013
  • 1689
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)