კოენტრაომ შესაძლოა "იუვეს" მიაშუროს

მადრიდის "რეალში" ფაბიო კოენტრაომ საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ 65% გამოავლინა, ეს ესპანელ საფეხბურთო ექსპერტთა აზრია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პორტუგალიელს გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე აკეთებს, მაგრამ როგორც ჩანს, მან სრული ადაპტირება ვერ მოახდინა და სწორედ ამიტომ უწევს მეტწილად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა...


პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიოს უკვე დიდი ხანია უცხადებს, რომ მან კლუბი შეიცვალოს, იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია მეტი სათამაშო პრაქტიკა, როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე ეროვნული ნაკრებისთვის. მთავარი მწვრთნელის აზრით კოენტრაოს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია და იგი სათადარიგოთა სკამზე ჯდომის ღირსი არ არის, აქედან გამომდინარე ამჟამად მადრიდელმა სხვა კლუბი უნდა მოძებნოს.

"Sky Italia"-ს ცნობით ფაბიოს შეძენით ტურინის იუვენტუსი ინტერესდება, მათი აზრით პორტუგალიელი "ბებერი ქალბატონის" მარცხენა ფლანგს სრულად გააკონტროლებს, როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაში. ანტონიო კონტეს აზრით ფაბიოს როგორც დაცვაში, ასევე გარემარბად თამაშიც მშვენივრად ეხერხება და იგი "იუვენტუსს" დიდ სამსახურს გაუწევს.

ფაბიოს ფასი ამჟამად 18-იდან 24 მილიონ ევრომდე მერყეობს, ხოლო რამდენი "ლიმონით" აპირებს ტურინული გუნდის ხელმძღვანელობა ჯიბის შეთხელებას, ეს უკვე სხვა საქმეა." dle 10.1

  • Hala
  • 20 თებერვალი 2013
  • 1486
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)