კრიშტიანოს კონტრაქტი, როგორც პოლიტიკური იარაღი.

ალფრედო რელანოს აზრი კრიშტიანო რონალდუზე.


ამ ზაფხულს ”მადრიდის რეალში” საპრეზიდეტნო არჩევნები ჩატარდება , ან შესაძლოა ფლორენტინო პერესი ოპონენტის არყოლის გამო ხელახლა პირდპაირ აირჩიონ კლუბის პრეზიდენტად განმეორებითი ვადით. ეს სავსებით შესაძლებელია თუ გავითვალისწინებთ იმ მილიონობით ევროს, რომელიც მას ზურგს უმაგრებს და ამას დამატებული ის პირობა, რომ კანდიდატი უნდა იყოს კლუბის წევრი მინიმუმ ბოლო 20 წლის მანძილზე , ფაქტორი რომელიც ხელს უშლის მის ერთ-ერთ შესაძლო ოპონენტს ვისენტე ბოლუდას.

ფლორენტინოს უყვარს კონკურენტების გარეშე საქმის კეთება, რაც აშკარად არ მოქმედებს მისდა სასარგებლოდ. მისმა მისწრაფებამ მოეშორებინა ყველა დისიდენტი და კრიტიკოსი ის ძალთა თანაფარდობის დარღვევამდე მიიყვამა. ამან კი გალაქტიკოსზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია და ეხლა კი მოურინიო. მისთვისვე აჯობებს, თუ მას საპრეზიდენტო არჩევნებში ეყოლება ოპონენტი, ვინაიდან შესაძლოა ის ციდან დაეშვას, რაც ნამდვილად არ იქნება ცუდი საქმე.

მაგრამ მიუხედავად იმისა, ეყოლება თუ არა მას ოპონენტი არჩევნებში, ფლორენტინოს აუცილებლად დასჭირდება ის , რასაც უნდა დაპირდეს კლუბის წევრებს არჩევნების წინ ანუ ე.წ. საარჩევნო დაპირება. მთელი თავისი კარიერის მანძილზე, ფლორენტინო პერესი მუდამ ისწრაფბოდა და მას მუდამ სურდა ყურადღების მიპყრობა (კარგი გაგებით) იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა კლუბის პრესტიჟი და დაეტოვებინა ის იმ დონეზე, რომელსაც ყოველთვის როდი ემთხვეოდა კლუბის მიერ ნაჩვენები შედეგები.

”ბერნაბეუს” რეკონსტრუქციის გაცხადება და მისი დაწყება არ არის ის, რითაც ის შეძლებს ამომრჩევლების მოხიბვლას. ამას ფლორენტინო მათ წინა საარჩევნო კამპანიის დროს დაპირდა. ერთადერთი, რაზეც მუდამ წამოეგებიან ხოლმე კლუბის წევრები და ამომრჩევლები, არის დიდი სახელები.

რომელ სახელებზეა საუბარი? როგორც ვიცით, ფლორენტინო პერესი არასდროს არ მალავდე და ყოველთვის ამტკიცებდა იმას, რომ ჯოზე მოურინიო საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში, ვინც არ უნდა შეცვალოს პორტუგალიელი, ეს ავტომატურად გამოიწვევს მის საქმიდან ჩამოცილებას, მიუხედავა იმისა, დაეთანხმება თუ არა ამას ფლორენტინო.

სატრანსფერო ბაზარზე ამ მხრივ მცირე შემოთავაზებებია. გარეტ ბეილი ფენომენალური ფეხბურთელია, მაგრამ ”ბარსას” და ”მადრიდის რეალის” ამჟამინდელ ფეხბურთელებთან მიმართებაში ის არ არის იმდენად კარგი, რომ იყოს ფლორენტინოს სატყუარა საარჩევნო კამპანიის დროს.

ნეიმარის გადმოყვანა საკმაოდ რთული ამოცანაა და კლუბის წევრები ნამდვილად არ არიან დარმწუნებული იმაში, თუ რამდენად შეეწყობა ის გუნდს.

კრიშტიანო რონალდუს კონტრაქტი ჯერჯერობით კვლავ ძალაშია. ეს დღესდღეობი შეიძლება ადვილად მოგვარებადი იყოს და მისი გადადება შემდგომში არჩევნებში გარკვეული პოზიციების გამყარების მიზნით შეიძლება პორტუგალიელ ვარსკვლავზე ცუდად მოქმედებდეს, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გართულოს კონტრაქტის გახანგრძლივების პროცედურები. dle 10.1

  • J.Z.
  • 20 თებერვალი 2013
  • 2399
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)