ხესე: ”არ ვიცი, რატომ არ მაძლევენ შანსს”

ხესე როდრიგესი უკმაყოფილოა და ის ამას არ მალავს.


შენი მიზანი პირველ გუნდში გადასვლა არაა?

პირველ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია , მაგრამ ამჟამად ყველა აკადემიის ფეხბურთელი ხედავს, რომ ამისთვის ბევრი რამის გაღებაა საჭირო. არ ვიცი იქ რა ხდება, მაგრამ მოურინიო პირველი გუნდის ფეხბურთელებს უფრო ენდობა, რაც სავსები ნორმალურია, მაგრამ ვთვლი, რომ აკადემიაც არ მუშაობს ცუდად.

რატომ ფიქრობ, რომ არ გქონია შესაძლებლობა დაგენახებინა შენი ნამდვილი ძალა პირველ გუნდში?

არ მესმის ეს. ვაგრძელებ ჩემს თავზე მუშაობას, მაგრამ ამას ვერ ვიგებ. ეხლა ჩემს გუნდსა და საკუტარ თავზე ვფიქრობ, ესაა პრიორიტეტი. ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა და იმედი მაქვს, რომ გუნდმა იცის, რომ ბევრს ვშრომობ. დარწმუნებული ვარ, ისინი ამას გაიგებენ და ისინი ნახავენ ჩემს შესაძლებლობებს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ შენ საკმარისი გააკეთე იმისთვის, რომ შანსი მოგცენ

დიახ, მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ თუ ეს შესაძლებლობა არ გამოჩნდა, შენ იმდი გეწურება.

მაგრამ შენ კვლავინდებურად ოცნებობ ”მადრიდის რეალში” თამაშზე?

დიახ, მაგრამ დროდადრო იმედს ვკარგავ, როცა ვხედავ, რომ დროთა განმავლობაში ეს შესაძლებლობები არ მეძლევა.

აიტორ კარანკა მუდამ იყო თქვენი მხარდამჭერი გუნდში

ის კვლავინდებურად მასეა, მაგრამ უკვე კარგა ხანია ერთმანეთთან ახლოს არ ვართ.

და მოურინიოსთან?

მოურინიო არის მწვრთნელი, რომელიც თავისი ფეხბურთელებისგან მაქსიმალურს ითხოვს. ვეცადე მისგან, რაც შემეძლო მაქსიმალურად მესწავლა და ის მართლაც რომ ბევრს ითხოვს აკადემიის ფეხბურთელებისგან. მე ვისწავლე მისგან ის, რისი სწავლაც შემეძლო.

ფიქრობ , რომ ის კარგი მწვრთნელია აკადემიასთან მიმართებაში?

მე ვფიქრობ , რომ ისაა მწვრთნელი, რომელსაც უკვე შემდგარ ფეხბურთელებთან ურჩევნია მჲშაობა. აკადემიის მწვრთნელი კი ტორილია. dle 10.1

  • J.Z.
  • 20 თებერვალი 2013
  • 1869
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)