ახალი გალაქტიკოს პირველი შენაძენი ბეილი იქნება

ფლორენტინო პერესი ბეილის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. დიდი ალბათობით ახალი გალაქტიკოს პირველი შენაძენი სწორედ უელსელი ნახევარმცველი იქნება.


ლუიშ ფიგუ, ზინედინ ზიდანი, რონალდო, ბექჰემი, ოუენი, კაკა, კრიშტიანო რონალდო... ახლა კი ბეილი... ტოტენჰემელს დიდი შანსი აქვს გახდეს ფლორენტინო პერესის მორიგი ძვირადღირებული შენაძენი გახდეს.

ზაფხულში პერესი რევოლუციას გეგმავს და სამეფო კლუბის საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებას აპირებს, როგორც ვიცით ესპანელმა ბიზნესმენმა სერიოზულად დაადგა თვალი კავანის, რომელიც დიდი ალბათობით მოირგებს თეთრ მაისურს. მანამდე კი გამადრიდისტება გარეთ ბეილს მოუწევს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის რეალის ოფისში იუველირული სიზუსტით აკვირდებიან უელსელის ასპარეზობას და ბლანკოსის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ”ცაცია რონალდოს” ასპარეზობამ, განსაკუთრებით კი ევროპის ლიგაზე ლიონის წინააღმვდეგ.

მიმდინარე სეზონში ვილაშ-ბოაშს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა და იძულებული გახდა ბეილისთვის პოზიცია შეეცვალა, რამაც შედეგი გამოიღო. მამლების ლიდერმა 36 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა, ამ მაჩვენებლით ის ერთით ჩამორჩება ბენზემასა (13) და იგუაინის (9) მიერ ერთად გატანილი გოლების რაოდენობას.

მარკას ინფორმაციით, როდესაც სამეფო კლუბი მოდრიჩის გადმობირებაზე მუშაობდა, მიიღო ბეილის შეძენის პრიორიტეტული უფლებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გარეთი ლონდონური კლუბის დატოვებას გადაწყვეტს და რეალი დაინტერესებული იქნება მისი გადაბირებით, სწორედ თეთრების სასარგებლოდ გადაწყდება ყველაფერი და არა კონკურენტი კლუბებისა. ტოტენჰემთან ბეილს კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს, მაგრამ არავის სჯერა, რომ ის კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება მამლებში, რადგან უფრო ამბიციურ და ძლიერ კლუბს იმსახურებს. ამის შესახებ ლონდონური კლუბის მესვეურებსაც კარგად მოეხსენებათ და საკმაოდ სერიოზული ფასი 50 მილიონი ევრო განაცხადეს უელსელის სატრანსფერო ფასად. ბლანკოსს როგორც ჩანს სერიოზულად მოუწევს ამ საქმეზე ხელის მოკიდება, რადგან ტოტენჰემის 11-იანის გადმობირება ძალიან რთული იქნება. თავად ფეხბურთელიც არ მალავს სიმპათიას მადრიდის რეალისა და მისი ლიდერის რონალდოს მიმართ, რომელზეც არაერთხელ განაცხადა ბეილმა, რომ მისი კუმირია და დიდი სიამოვნებით ითამაშებდა მასთან ერთად. ამის შესახებ მან ტვიტერით განაცხადა. dle 10.1

  • SunSay
  • 20 თებერვალი 2013
  • 2222
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)